pearlgirlმოკლედ ჩემს სატკივარს დაგიწერ და როცა მოიცლი თუ არ დაგეზარება მიპასუხე

1) ნია-ნუა მყავდა კანკიასთან და აღმოჩნდა რომ სიმაღლისა და წონის საშუალო მრუდს, რომელსაც მიუყვებოდა, ორივეს ჩამოცდა და ეხლა ქვედა მრუდზეა :/
როგორ ჭამსო? და რავი დიდად კარგი მჭამელი არ არის მაგრამ ჭამს რა.
ფორმულა ამოვიღეთ კაკრაზ ერთი თვეა და ხოა რ დავუბუნო ისევ? ეხლა სოფელშია და აქ კარგ პასტერიზებულ რძეს ვერ ვშოულობთ. თბილისიდან 1 საათის სავალზეა და რამდენი ხაჭო და მაწონი წამოვიღეთ, იმდენჯერ გემო შეეცვალა :| ვერ ძლევს გზაში და რძის წამოღება ამიტო არც გვიცდია.
2) კატლეტს ჭამს ხოლმე იშვიათადად. სემპერის ბოლონეზე და ხბოს გულ ღვიძლს ჭამს ისევ. სახლში რაც გავუკეთეთ მოსუპო ხორციანი არაფერი ჭამა. არც უხორცო. წერტის ბლინები რო ვაჭამო რა უჭირს? და ბოსტნეულიდან მხოლოდ სტაფილოს ჭამს, გასინჯული აქვს. არაფერს ახალს არ სინჯავს. რამდენჯერად არ უნდა შევთავაზო :| (ახალში კარგად დავიწყებულ ძველსაც ვგულისმხობ. ანუ ეხლა სანამ ახალი ბოსტნეული შემოვიდოდა დაავიწყდა ადრე რო ჭამდა და ეხლა აღარ ჭამს და ვერაფრით გავასინჯე რო იქნებ მოეწონოს.) ვუყვები რო ადრე არ სინჯავდა მაგალითად ატამს არადა როგორ უყვარს და ა.შ. მარა არ ჭრის :|
3) ფაფებსაც არ ჭამს. დიდი კონცერტებით ჭამს ნახევარს. მაგრამ მე რო ვჭამდი ნორდიკის ინსტანტ ფაფებს ის მოეწონა. უბრალოდ ერთ პაკეტში 5.1 გრამი შაქარია. ესე რო ჭამ არ ეტყობა მარა ფაქტია აქვს. ძაან დავაშებ ეგ რო ჭამოს? სულ რო არ ჭამოს ფაფები მაგას ალბათ ჯობია რო ეს ჭამოს არა?
4) თავისი ხელით ჭამა არ უყვარს. რამდენჯერმე ძაან ვიჩხუბეთ. ვიჩხუბეთ რა, არ მინდა ჩემი ხელით, არ მიყვარს ხელი იძახის. შენ მაჭამე და ტირის. ძაან თუ შია, ტირილით ჭამს ცოტას და მერე აღარ. ხანდახან გამოგვდის რო ერთი მე, ერთ შენ პრინციპით ჭამოს მაგრამ ყოველთვის არა და სულ თვითონ რო ჭამოს გამორიცხულია და რა ვუყო? დავანებო თავი? :|
5) ჭიქით ვერ სვამს არადა ვიცი რო უნდა სვამდეს უკვე და არაუშავს?

რამდენი მივეცით იბანავა :| კიდე უნდა მივცე ხო ალბათ სანამ ზაფულია?
6) ხელში უყვარს სულ. ამიყანე და ისე. ასე ამბობს ხოლმე. ვეუბნები რო წელი მტკივა, რო მძიმეა და ა.შ. მარა არ გამოდის. არც სეირნობა უყვარს. ადრე ვაკის პარკში უყვარდა წასვლა და ეხლა აღარ მოდის იმიტომ რომ იცის იქ ფეხით უნდა იაროს ან კალიასკაში ჩაჯდეს :| და სახლში მინდაო გაიძახის. რა ვუყო აღარ ვიცი. ვიცი რო ჩვენი გაფუჭებულია მარა ასეთი გამოსავალი იპოვა და გარეთ აღარ მოგვყვება
7) პამპერსს ვერ ვაჩვევთ. გავხადეთ და 2-ჯერ ისტერიკამდე მივიდა კაკები რო მოუნდა. მერე დავპირდით ნაყინს, რომელიც ძაან უყვარს (2-ჯერ ჭამა სულ) და როცა დაჯდები მერე წაგიყვანთ სანაყინეში თქო და არ მინდა ნაყინიო განაცხადა :| დავანებეთ თავი უკვე მესამედ. და რავი, კი გავიდა ლამის ზაფხული და რა ვუყო არ ვიცი

2 წლის და 4 თვის ხდება

8) და აუ კიდე ერთი კითხვა მაქვს. კერძო სახლში ვცხოვრობ და ამიტომ სამეზობლო არ გვყავს ვისაც ბავშვები ეყოლება და ერთად ითამაშებენ. ამიტომ ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობა არ აქვს, მხოლოდ ხანდახან ჩვენი მეგობრების მის ტოლ შვილთან. ჰოდა, ეხლა ბავშვები ვნახეთ სოფელში. ერთ-ერთმა დედამ შვილს დაუყვირა და ჯოხი წაართვა ძაან უშნოდ, მეორემ თავის სამი წლის ბავშს ყური აუწია რაღაცაზე. ეს უყურებდა გაოგნებული. ჰოდა, ალბათ გქონია ხო ეგეთი შემთხვევები და მაგ დროს რამე უნდა ვუთხრა? თან სულ ხო არ მოვარიდებ :/
იმედია კარგად ისვენებ <3 და მადლობა წინასწარ <3
This post has been edited by მზე on 5 Aug 2020, 16:14