Tokyo.tokyo 5 თვიდან ხაჭო არაფრით არ შეიძლება, ერთ-ერთი მძიმე მოსანელებელი პროდუქტია.
გადასარევი წონის ნამატი აქვს შენს ბიჭს.
5 თვემდე არაფერს არ გავასინჯებდი მე პირადად არც ვაშლს და არც ბანანს. მე-6 თვეში რომ გადავა მერე გაასინჯე ვაშლი მაგალითად, სემპერის.
მეც მე-6 თვიდან დავუწყე ჯერ ვაშლი, მერე სტაფილო, მე-7 თვიდან დავუწყე ფაფები. ყველას მისცეს ოჯახში ღმერთმა ვაჩესნაირი მჭამელი, შენი ვაჩეც მასეთი თუ გამოდგა, ჩათვალე ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ
აი მსგავსი უპრეტენზიო მჭამელი ბავშვი როგორიც ჩემი შვილია, მეორე არ ვიცი მართლა.
* * *
ჩემი მაზლისცოლია ეხლა მასე, დღეებს ითვლის სანამ მყარ კვებას დაუწყებს, არადა 3 თვისები არიან ჯერ

ოღონდ უჭმელები არიან ძალიან, რძეს 60 გრამზე მეტს ვერ აჭმევს და ამიტომ უნდა რამე სხვაც დაუწყოს. სხვა რძეებს პირი არ დააკარეს არცერთს და ისევ პლასმონზე ყავს ეხლა. ამას ძილში მაინც აჭმევს.
მყარ კვებაზე მე ვექაჩები არ გინდა მასე მალეთქო მარა მესმის მაგისიც. ეჩქარება

მგონი ყველა დედას ეჩქარება, ხელოვნურზე მყოფისებს განსაკუთრებით, მარა ზედმეტად სიჩქარე არ ვარგა რა. შიეძლება ვავნოთ მაგით ბავშვს. მზად უნდა იყოს:
1. შეეძლოს ჯდომა (მიყრდნობით მაინც)
2. შეეძლოს კოვზით საკვების მიღება
3.იჩენდეს ინტერესს უცხო საკვების მიმართ
4. კარგად ჰქონდეს ჩამოყალიბებული ღეჭვის რეფლექსი
5. გაორმაგებული უნდა ჰქონდეს დაბადების წონა.
ამ ყველაფერს თუ აკმაყოფილებს, მერე შეიძლება მყარი/ნახევრადმყარი საკვების დაწყებაზე ფიქრი. მარა ხაჭო არა რათქმაუნდა

არც მაწონი. არც პეჩენიები და მსგავსი სასუსნაოები. 1 წლისაა და პეჩენიას ფაქტიურად საერთოდ აღარ ვაჭმევ, გასართობად ვაძლევდი ხელში და ეხლა ეგეც კიდია, ბოსტნეულით და უფრო ჯანსაღი რამეებით სუსნაობს. ტკბილი რამეები არ მოსწონს, იმიტომ რომ უშაქროს შევაჩვიე ყველაფერს და არც მარილიანს ითხოვს. მოკლედ ჩემი პირადი რჩევაა, თუ ბავშვის ბუნება და ხასიათი ხელს გიწყობს, დაუწყო ხილით, ბოსტნეულით, მერე ფაფები. უმარილოდ და უშაქროდ 1 წლამდე.