მოგესალმებით, გოგოებო, როგორ ხართ? <3 <3
მინდა, გითხრათ, რომ საბოლოოდ დავემშვიდობე ჩემ გინეკოლოგს.
წელიწადნახევარია დავდივარ, ხან ეხო, ხან მონიტორინგი, ხან ანალიზები, ხან რა, ხან რა..
ყველა ჯერზე, როცა მსინჯავდა ხელით, აღნიშნავდა, რომ ძალიან (ხაზგასმით) კმაყოფილი იყო ჩემი საშვილოსნოთი, ლორწოთი და რა ვიცი.
ეხოზეც იყო მიომა პირველივე დღიდან, რომელიც ზომებს არ იცვლის და ცისტა, რომლებზეც ყველა ეხოზე აღინიშნებოდა, რომ დაორსულებაში ხელს არ გვიშლიდა.
ბოლოს, როცა მივედი, ცოტა ხისტად ველაპარაკე და უცებ ეხოზე "აღმოჩნდა" საშვილოსნოს არასრული ძგიდე და დამიწყო ახსნები, რომ უი, იცი ამან ხელი შეგვიშალოს, დიდი ალბათობაა გარეორსულობის, ლაპარასკოპია აუცილებელია, მანამდე შინაურთან გაგიშვებ კვერცხუჯრედების გასაყინად, მერე მოხვალ.. მერე ასე.. მერე ისე.. აღარც მომისმენია.
ერთადერთი რაც ვუთხარი, ამდენი ხანია ყველა მოსვლაზე ვიკეთებ ეხოს და ყოველთვის ყველაფერი რიგზე იყო, უცებ "აღმოჩნდა" ეს ძგიდე?
ქალმა, რომელმაც დამზაფრა, რომ მე-12 დღეს 9,8 მმ ენდომეტრიუმი თხელი იყო.
ქალს, რომელსაც ყველა მისვლაზე ვახსენებდი, რომ არ მაქვს დარღვეული ციკლი, რომ არ გაგვიკეთებია არც ლაპარო და ჰისტერო და ყველა მისვლაზე უი, მართლაა - ასე იცხადებდა.
ყველა მისვლაზე მთავაზობდა ჰორმონების გაკეთებას და ვახსენებდი, რომ გაკეთებული მაქვს და რიგზეა.
ოვულაციურ ფაზაში გაკეთებულ ჰორმონებზე რომ თავს გააქნევდა, უი, აქ ცოტა ცვლილება გაქვს, ვახსენებდი, რომ ოვულაციური ფაზაა და ნორმაშია - უი, მართლაა - აქაც..
წამოვედი.
არ მკითხოთ, რატომ აქამდე არ წამოვედი.
არ ვიცი.
თუმცა რაშიც ამ პერიოდში დავრწმუნდი, ისაა, რომ ფოლეკულები, ენდომეტრიუმი და ჰორმონები რიგზე მაქვს.
ანტიმიულერიც იმედისმომცემია.
ჰოდა, გადავწყვიტე ეს თვე დავისვენო, დავწყნარდე და მომავალი წლიდან ახალ რეპროდუქტოლოგთან მივიდე და ყველა დეტალზე ჩავეძიო, თუ საჭირო იქნა.
დიდი ხანი დავკარგე, მაგრამ მწარე გამოცდილებად ღირდა.
ეს მინდოდა მეთქვა

ბედნიერ და მალე მოფრენილ წეროებს გისურვებთ <3
This post has been edited by ანეტა on 6 Dec 2020, 22:24