matutiმადლობა რჩევისთვის.
Liza12აუ, რა კარგად ყავს მიყოლებული <3 ისე მიყვარს ასეთი პატარა სხვაობა? ტყუპებივით რომ იზრდებიან. ფიზიოლოგიურით ყავს გაჩენილი?
მიხედე ლიზ და მალე დაუბრუნდი ორსულთა რიგებს, როცა ამისთვის მზად იქნები, მთელი გულით გისურვებ ამას <3
NatiaGullარა, მჭიდროდ არ გამიხვევია. ცოტა მიჩვეევა უნდა და რუტინის ჩამოყალიბება, ჩემი ქმარი ცოტა აფუჭებს, ხელით დაყავს სულ და მერე წირვეულობას იწყებს ბავშვი.
რაო რა გითხრა ნატამ შვებულებაზე? გამოვალო? ალბათ გამოვა, თორე არ აგიყვანდა მაშინ. თუ არადა მიდი რეზოსთან, არ ინანებ ისეთ დადებით ადამიანთან მოგიწევს კონტაქტი <3
narkozeliმე შევამჩნიე რომ ყველა გამზადებს საშინელებისკენ, უმეტესწილად ვამბობ. ახლა სამშობიაროში რომ ვიყავი, რამდენიმე ადამინი სულ მკითხულობდა და თან სულ მსტრესავდა, დაისვენე სამშობიაროშI სანამ დრო გაქვსო, ახლა იწყება ნამდვილი დაღლა შენს ცხოვრებაში და ასე შემდეგ. საკეისროზე კიდევ ცალკე, შე საცოდავო, ეს რა გადაგიტანია და მისთანანი. მე კიდევ ერთი სული მქონდა სახლშI მოვსულიყავი, მოვედი და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ემოციურად ვარ უბრალოდ და ხანდახან შეიძლება ვღიზიანდებოდე რაღაცეებზე, მაგრამ ისეთი კოშმარიც არ ყოფილა ბავშვი სახლშI, როგორც ამას ბევრი ხატავს. ან ჩემი შემთხვევაა განსხვავებული, არ ვიცი. ჩემი ქმარი ვერ ითმენს და ხშირად აყავს ბავშVი ხელში, დაატარებს და მგონია რომ ცოტა გაირყვნა ამით

მაგრამ რა ვქნათ, ნანატრი შვილია, გვიან შეძენილი.
გეთანხმები ყველაფერში. ბუნებრივი კვება საკმაოდ სტრესულია და ეს გამუდმებული ჭამა ძალიან დამღლელია. შეიძლება მერე ბავშვი ჯდება რეჟიმში, მე არ ვიცი, მაგრამ თავიდან საკმაოდ რთულია.
საკეისროზე, მართალია, ყველა ამრეზით ლაპარაკობს, ვითომ რაღაც დაგეშავებინოს, მაგრამ ჩემთვის საერთოდ არფერს ნიშნავს სხვისი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ფიზიოლოგიურად რომ შეიძლებოდეს, სიამოვნებით გავაჩენდი, მაგრამ არ გამოვიდა და რა ვქნა.
მხოლოდ ნეოშურს აჭმევდა? მინდა დავამატო ეს ნეოშური ერთხელ დღეში მაინც.
ჰუმანა როგორია ხომ არ იცი?
Tuaექიმმა მითხრა პირველი ორი კვირა მუცელი არ სტკივათო, თან ეს საერთოდ არ ტირის, მხოლოდ როცა ვუცვლი, სცივა მაგ დროს ასე მგონია, მერე სლოკინიც უტყდება. კი არ ბორგავს, აი ფუთფუთებს, იზმორება სულ. ვერ ვხვდები ან გადახურება გადაციებას. ყურები, ხელები, ფეხები, ცხვირი სულ ცივი აქვს. რა უნდა ჰქონდეს კიდევ ცივი რომ მივხვდე რომ გრილადაა? თან არა მგონია სცხელოდეს, ჩემი ქმარი დადის გათოშIლი ხელებით, მე კიდევ ამ ქამრის და ჩულქების გადამკიდე სულ ოფლი მდის
gogatakooამ ძუძუმ ძალიან დამაბნია მოკლედ, რამდენიმე დღის წინ იმდენი მქონდა მეგონა სამ ბავშვს ვაჭმევდი, დღეს ვაჭმევ და ვაჭმევ და ასე მგონია საერთოდ ცარიელი იყოს.
ყოჩაღ ყველას ვისაც გამოსდის ბუნებრივი კვება, მართლა დიდი გამძლეობა და მონდომება სჭირდება.