Liza12ჩვენს მეგობარს ყავს ასე ორი უმცროსი შვილი, თან საკეისროთი გაჩენილები. 4 თვის იყო უფროსი რომ გაიგო მეორე ორსულობის შესახებ. ისეთი საყვარლები არიან, თან მოცუცქნულები და საოცარი მეგობრები.
კი, რთულია, ლიზ. აი, ხომ ვამბობდი მარტივი მოსავლელიათქო, მაგრამ მაინც რთულია იმ მხრივ რომ ბევრი ყურადღება სჭირდება, ფეხს რომ აიდგამს ხომ წარმოგიდგენია რა იქნება მერე

ვეცდები, ლიზ :* ძალიან მიყვარხართ და არ მინდა გოგონების დაკარგვა :*
Tuaეს ისეთი ფითქინა დაიბადა და მეორე-მესამე დღეს გავარდისფრდა მერე. ცოტა მეჩვენება რომ სიყვითლეც დაჰკრავს ხოლმე, მაგრამ მთელს სხეულზე არა. გადაუვლისო ასე მითხრეს ღუდუშაურშიც და პედიატრმაც.
არ იჭინთება საერთოდ. იზმორება. არა მგონია სცხელოდეს, თეო, საკმაოდ ცოტას ვაცმევ, თუმცა მაიკითაც ვერ დავაწვენ ასეთ პატარას. მკერდს ვერ ვუმოწმებ მართალი გითხრა, ვნახავ დღეს აბა.
არავის საქმე არ არის არც საკეისრო და არც რომელიმე სხვა საითხი. მე პირადად თავიდან კი მეშინოდა ფიზიოლოგიურის, მაგრამ მერჩივნა ფიზიოლოგიური ყოფილიყო. თუ უფლის ნება იქნება, მინდა და ან ძმა ჰყავდეს და საკეისროს დროს 2 წელი გჭირდება მოთმენაო, ასე მითხრეს. მგონი ნაკლებიც შეიძლება...
NatiaGullარ დაგტოვებს, ნათი, დარწმუნებული ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გეტყოდა.
კარგია, რომ დამშვიდდი :* დაველოდოთ შენს ქალბატონს <3
anaanukiრა სიცოცხლეა, ანი <3 მოპუტკუნებულა და დავაჟკაცებულა <3
ჩემი გოგო რომ ვნახე და წონა გავიგე, შენ გამახსენდი. კარგად არის, ხან სძინავს, ხან არა
nionia2295 გამოვიყვანეთ, ნინ.
ვიცი ეს ყველაფერი ძუძუთი კვების შესახებ, მაგრამ ისე განვიცდი, როცა ვერ იძინებს და წუხს, ვაჭმევ, ვაჭმევ და მაინც ფუთფუთით სძინავს, წამოიტირებს ხოლმე. მგონია რომ შია ამ დროს. მართლაც საოცარი კონტაქტია, მაგრამ საკმაოდ რთულად მისაღწევი. ვნახოთ თუ გამოვა და გავუძელი. იცი კიდევ რა მითხარი, გამოწველით ნამდვილად დგება მეტი რძე? თუ მხოლოდ წოვით?
თბილად არ ვაცმევ, მაგრამ ისეთი პატარაა ზედმეტად თხლად ჩასაცმელადაც არ მემეტება, თან ცოტა აგრილდა უკვე.
narkozeliგეთანხმები 100 პროცენტით. შვილი რომ გიჩნდება, სულ სხვა ურთიერთობა და სითბო დგება ოჯახში. ალბათ აქაც გააჩნია ოჯახს.
იმდენი რაღაცის დაწერა მინდოდა, დილიდან დავიწყე, მერე შემაწყვეტინეს

და ახლა ამომივარდა ყველაფერი ტავიდან

მაინც მინდა ბუნებრივი კვება ვცადო ჯერ, ნეოშურს ვუმატებ ხანდახან. ვნახავ რა გამოვა ასე.
* * *
gogatakooმახსოვს ამ პრეპარატზე თუ ჩაიზე რომ წერდი. ჩემმა პედიატრმა დასცინა რძის მომყვან საშუალებებს, რძე თავიდან მოდისო. ვცდი მაინც.
მახსოვს ადრე წერდი, გულზე მიწევს ხოლმეო. გამიზიარე რა ეს გამოცდილება. დიდხანს ეძინა გულზე? მერე ლოგინში არ უჭირდა დაძინება?
დამატება თუ მივეცი, რატომ გაქრება რძე ვერ მივხვდი.
narkozeliგაკოჭვა მართლაც სძულს ჭირივით

თავისუფლებისმოყვარე გოგოა.