გამარჯობა გოგოებო,
დიდი ხანია აღარ დამიპოსტავს, ეხლაც ვერ მოვახერხებ ვრცელი პოსტის დაწერას, რომელიც მინდა სამომავლოდ დავწერო და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.
Viviko თქვენი პოსტის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტე 2 სიტყვა დამეწერა მოკლედ.
გოგოებო ჩემი გამოცდილებით ყველას გირჩევთ ემბრიონის გეენტიკურ ანალიზს (მითუმეტეს მათ ვისაც რამდენიმე წარუმატებელი ცდა აქვთ).
ოღონდ მე გენეტიკური ანალიზი საქართველოში არ გამიკეთებია, შესაბამისად არ ვიცი აქ როგორ კეთდება (როგორც ვიცი აქედან აგზავნიან თურქეთში, ბოლოს გავიგე რომ ზოგი კლინიკა აქაც აკეთებს, თუმცა იმდენად კარგი ტექნოლოგიები ჭირდება, აქ რამდენად გაამრტავენ არ ვიცი ამ პროცედურებს, რადგან ემბრიონის ბიოფსია ძაან აკურატული რამეა).
მე მქონდა ბევრწლიანი დაუდგენელი გენეზის უშვილობა, არაფერზე არ გვიმკურნალია ყველაფერი წესრიგში იყო.
4 წარუმატებელი მცდელობა, სიგიჟის ზღვარზე ვიყავით რატო არ გამოდიოდა ვერ ვხვდებოდით და იმედი გვეწურებოდა ნელ-ნელა.
მე ფიზიკურად წასული ვიყავი სხვა ქვეყანაში და იქ გავიკეთე ყველა პროცედურა.
გენეტიკური ანალიზის შედეგად, 14 ემბრიონიდან 4 იყო ტრანსფერისთვის კარგი (და ეს არის სტანდარტული სტატისტიკა მიღებული ემბრიონების, 30% არის კარგი). ანუ მე რომ დამეწყო ისევ შემთხვევითობის პრონციპით გადატანა როდის მომიწევდა კარგი ემბრიონი გამართლების ამბავი იქნებოდა.
გადაიტანეს კარგი ემრბიონი და ორსულობა შედგა. (თუმცა ექიმმა გვითხრა, რომ მედიცინაში არის არის დღემდე შესწავლილი ბევრი რამე უჯრედის დონეზეო, შესაბამისად 100% გარანტიას ვერ მოგვცემდა ვერც გენეტიკურად გამართული მებრიონის გადატანის შემთხვევაში. )
სხვათაშორის ქეთისაც აქვს ადრე ნათქვამი ჩემთვის რომ მიღებული ემბრიონების 30% არის ვარგისი, მარგამ იმდენად ძვირი ჯდება გენეტიკური ანალიზი, რომ ფინანსურად სხვაობას არ გვაძლევს გადატანები ვცადოთო. თუმცა ადამიანურად ვისაც გამოუცდია წარუმატებელი ტრანსფერი დამანგრეველია ქალისთვის.
გთხოვთ გაიკეთეთ გენეტიკური ანალიზი, დაზოგეთ დრო და საკუთარი ჯანმრთელობა და ფსიქიკა.
ოღონდ კიდევ ვიმეორებ, საქართველოში ვერავიზე ვერ დავდებ თავს, რომ კარგად და სწორად აკეთებენ, და ვერც აქედან გაგზვანილზე - რადგან უბრალოდ არ ვფლობ ინფორმაციას.
გოგოებო ძაან რთული პროცესია, გამძლეობას გისურვებთ ყველას
This post has been edited by BaiserVole on 9 Mar 2021, 23:05