ვაიმე ტესტზე ორი ხაზის დანახვის წუთიდან ჩემი ქმარი გოგოზე ოცნებობდა

ფოლდერი ქონდა გაკეთებული baby girl ერქვა ამ ფოლდერს და ვარდისფერ საწოლებს, ეტლებს, ტანსაცმელებს იქ ლინკავდა :დ აბოდებდა გოგო ბავშვებზე ყოველთვის. თავიდან ეხო გოგოს გვეუბნებოდა და დაახლოებით 5 თვეზე პირველად რომ გვითხრეს უი გოგო კიარა ბიჭიაო, სახე ისე შეეცვალა ჩემს ქმარს, ეხოსკოპისტს ეგონა, არ გაუხარდა :დ შოკში იყო, იმდენად გოგოს ელოდებოდა))
მე კი სუბიექტურად სულ ვიცოდი რომ ბიჭი შვილები მეყოლებოდა. ახლაც მასე მგონია
ბიჭმა კი გადაიყვანა და გადარია ამ ერთ წელში ჭკუიდან და ეხლა კი ამბობს არა ბიჭი ბავშვებიც მაგარი კაი ყოფილაო (ნერვიულობდა, ბიჭს როგორ უნდა მოვეფეროო

) მაგრამ მგონი დედამიწაზე ყველაზე მაგარი მამა-შვილი იქნებიან და ყველაზე მაგარი მეგობრები ამავე დროს.
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ გოგო,ბიჭი რეალურად არ ცვლის არაფერს. არც ისე არაა რომ ბიჭებს მაინცდამაინც ბიჭი შვილი უნდათ, აგერ მაგალითი

და ნუ იმაზე აღარ ვისაუბრებ რომ რეალურად შვილის სიყვარულთან სქესი საერთოდ არაფერ შუაშია. ორივე ერთნაირად საყვარელია მოკლედ

❤️❤️
* * *
მარა ერთი დაკვირვების შედეგი უნდა მოგახსენოთ: ბიჭი შვილების უმეტესობა ნამეტანი დედიკოს ფანია. გოგო ბავშვები თითქოს უფრო თანაბრად დედა და მამასთან და ბიჭი შვილისთვის დედა იმენა ღმერთია

კარგად ვაკვირდები და აშკარად არ მეჩვენება. ნუ ფსიქოლოგები კარგად ხსნიან ამ ყველაფერს თუმცა ფაქტია რომ რეალურად ბიჭი ბავშვები მართლა ძალიან დედაზე გამოკერებულები არიან. დედა არის ამათი ყველაფერი.
ჩემი შვილს დედამიწაზე არავინ და არაფერი უნდა დედის გარდა თუ მე მხედავს, მიუხედავად იმისა რომ ცალ-ცალკე მამაზეც გიჟდება, ბებოზეც, ძიძაზეც. მარა ნუ 24/7ზე დედააა დედააა დედააა
