Anabeli111member20
ესეც დილის
ისტორია: უფროსი მყავს 7 წლის. 2 წელი გადის რაც მეორე ბავშვზე დავიწყეთ ფიქრი. აღმომაჩNდა პოლიპები და შარშან ზუსტად იანვარში გავიკეთე ოპერაცია.
ოპერაციის შემდეგ თავს აღარ ვიცავთ 9 თვეა და არაფერი ხდებოდა. არც ხელჩასაჭიდი გამოჩნდა რამე. რაღაც ჰორმონებს ვამოწმებდით პერიოდულად ნაცხი და არაფერი არსად ...
ამ თვეში ახალი მხოლოდ ის იყო, რომ დავიწყე ვარჯიში. ამით არ ვიცი ან ყურადღება გადავიტანე, ან მართლა რამეში წამადგა არ ვიცი. . . ან უბრალოდ ოპერაციის მერე ახლა აღდგა ყველფერი. . ოვულაცია სულ მქონდა, ენდომეტრიუმიც სულ ნორმა იყო. მილები გამოკვლევა მინდოდა და სამმა ექიმმა მირჩია იანვრამდე მოცდა
* * *
nopiahopiწესით არ გასულა, 3 კვირა გავიდა
უბრალოდ გუშინ მქონდა წვეთები
გული გამისკდა 1 კვირით ადრე ციკლი რა დროსია თქო და გადავამოწმე
მადლობა , აი ცოტაც და მერე გადმოვალ მომავლებში
ჯერ გადავდენაც არ მაქვს
* * *
member2012 დღეა
აუცილებლად უნდა დავწერო ჩემსავით სიმპტომების მადევარი გოგოებისთვის:
აქ ბევრს ემახსოვრება რომ ათასჯერ ვიკითხე მკერდის ტკივილზე და სხვა რამეებზე,
მეგონა რამით აუცილებლად განსხვავებული თვე უნდა ყოფილიყო და ტესტამდე მეეჭვა ორსულობა

მკერდი პმს-ს დროს სულ მტკივა , 7-10 დღით ადრე მეწყებოდა მკერდის ტკივილი და მეგონა წარმატებულ თვეში რამე სხვანაირად უნდა ყოფილიყო
ისევ ისე ამტკივდა მკერდი როგორც ყოველთვის, არც მეტად. არც ნაკლებად. ზუსტად ისე. და რომ არა ის ორი წვეთი ამ თვეზე ხელი მქონდა უკვე ჩაქნეული , პრესებს ვაკეთებდი, ვხტუნაობდი და დღეს მაღაზიაში ვაპირებდი შევლას, პაკეტების მოსამარაგებლად. ტესტს ცალსახად აღარ ვაპირებდი, თუ არ გადაცდებოდა. ეს იმათთვის ინც ჩემსავით ძველ თემებში ეძებდა და მოძებნის პასუხს .
მთავარი ამბავი წინაა და ცოტა ვერ ვიაზრებ რომ როგორც იქნა დავინახე ნამდვილი 2 ხაზი. მალე ვუსურვებ ამ თემას დაცარიელებას
This post has been edited by Redial on 11 Jan 2021, 14:28