Anna-Mariექიმმა მითხრა, რომ ეს გამონადენი შეიძლება მენსტრუაციული ჰორმონებით იყოს გამოწვეული და არაა გამორიცხული ყოველი თვის მენსტრუაციის დროსაც იჩინოს თავი. ასევე, შესაძლოა პროგესტერონის გამო და ამის ანალიზს უნდა დაველოდოთ, რომ მალევე მივახმაროთ.წითელი რომ არაა, კარგიაო. დასვენება, ძირითადად წოლა მირჩია და ჯანსაღი საკვებით კვება. ფოლიუმი მინარევების გარეშე 400-იანი 13
კვირამდე. ასევე დამინიშნა ანალიზები tsh, დ ვიტამინი, შარდი და ხეგე 48 საათში. ექოსკოპია მგონი 7-10 დღის მანძილზე. სისხლი და პროგესტერონი აღებული მაქვს.
რაც შეეხება, ანამნეზს, გვიან გადავწყვიტე დაოჯახება 40 წლის ასაკში და მარტში გავხდი 41-ის.

31 დეკემბერს გავთხოვდი, ფაქტობრივად 2021 წლის პირველ იანვარს. მესამე თვეა. დაოჯახებამდე გამოვიკვლიე საშვილოსნო, საკვერცხეები, რათქმაუნდა ვაგინალურად არა

ზემოდან. რაც ჩანდა , ეგ იყო, რომ უფრო აქტიური იყო მარცხენა საკვერცხე. თითქოს რაღაც პოლიპსაც ხედავდნენ ზეყელში, მაგრამ მერე ვაგინალური რომ გავიკეთე ფოლიკულის მონიტორინგზე, არაფერი მსგავსი არ უნახავთ. დაოჯახებამდე,
ამავე ექიმის დანიშნულებით დავიწყე დალევა ფოლიუმის 400-იანის, ევროპული, დანამატების გარეშე რომ მირჩია, ბრიფოლი დავიწყე. ასევე ნოემბრიდან ვსვამ აქვადეტრიმს, რადგან დ ვიტამინის მწვავე დეფიციტი მქონდა, 9.43. სულ ეს იყო. პირველ თვეს გათხოვებიდან, 4 დღე გადამიცდა , მაგრამ ტესტი უარყოფითი იყო. მეორე თვეს ჩვეულებრივ მქონდა ციკლი და მესამე თვეს გადავწყვიტე ფოლიკულის მონიტორინგი. ორჯერ ვიყავი, 10 მარტს, და 12 მარტს უკვე გამსკდარი იყო, სადაც ვიყავი(,, მედეა-"ში ესეც აქ ამოვიკითხე), რადიოლოგმა და რომელიღაც ექიმმა მითხრა, ამ მონაცემებით უნდა დაორსულდე ამ თვეშიო და ზუსტად ახდა

იმედია, როგორც უპრობლემოდ მოხდა დაორსულება, ასევე გაგრძლედება უფლის წყალობით
პ.ს. ეგ გამომრჩა, რომ 10 მარტს მონიტორინგზე მისულს , ციკლის მე-13 დღეს ფოლიკული 3 იყო მომწიფებული მარცხენაში, მარჯვენაში მრავალცისტური ჩამიწერა მგონი, უდიდესი ფოლიკულა იყო 16*14მმ და ენდომეტრიუმი 6მმ , რამაც შემაშინა და ისევ აქ წაკითხულით მოხარშული ჭარხლის ჭამა დავიწყე 10-დან. 12 მარტს გამსკდარი დამხვდა ფოლიკული და ენდომეტრიუმი 11 მმ.
This post has been edited by analiza on 24 Mar 2021, 17:20