მეც ეგრე ვარ და ნერვები მეშლება მერე ჩემს ეგეთ ქცევაზე.
აუ კომოდი შევუკვეთე გუშინ და დღეს მომიტანენ

რომ ააწყვეს, ფოტოები გამომიგზავნეს და გადახდეთ თუ მოგწონთო და მოგიტანთო
ამ დღეებში საბავშვო სარეცხის ფხვნილსაც ვიყიდი, დავრეცხავ და ჩავარიწკინებ თავგასას ტანსაცმელებს კოხტად
* * *
PoisonnIvyklubnikaროგორ მესმის თქვენი შფოთვები.. მეც ეგრე ვიყავი. ხან კვირაში ერთხელ მიწევდა ეხო, ხან კვირაში 2ჯერ. ხან დღეში 2ჯერ

და ყოველ შესვლაზე სუნთქვაშეკრული ვიყავი, სანამ გულისცემას მოვისმენდი.. ნუ უძილობა ახლაც მაქვს ეხოს წინაღამეს, მაგრამ ახლა ხან 2 კვირაში მიწევს მისვლა, ხან 3-4 კვირაში და შედარებით ნაკლებად ვღელავ, უკვე დიდი ვადა მაქვს და თან ბავშბი რომ მოძრაობს, მამშვიდებს.
თქვენც რომ იგრძნობთ მოძრაობას, შფოთვები იკლებს ოდნავ

ნუ მერე ისიცაა, ერთი დღე თუ ნაკლებ მოძრაობას გააკეთებს, მაგაზე ტირილი, რომ აღარ მოძრაობს და მთელი ამბები

))
მაგრამ ნუ შედარებით ამოისუნთებთ ცოტა ხანში, შედარებით. ეგეც საქმეა