Glamurka კი ჭამს და მართლა ბევრი ვიწვალე რომ ეჭამა, მაგიტო გეუბნები არც თავები მქონდა არც პირში იდებდა, ბრაზობდა ტიროდა და მერე ხელოვნურს ვაძლევდი, მაგრამ რაც სახლში გამოვედი ორი ღამე გავიჭირვე და ჩავადებინე. ანუ რო აღარ მივეცი ერთი ჭამა ხელოვნური მაგრად მოშივდა და მერე რძის გემოც რო გაიგო უკვე იძულებული გახდა ჩაედო ძუძუ. მას მერე ქაჩავს და მე ვიკითხო რო მაგლიჯავს თავებს თორე თვითონ მშვენივრად ყლაპა ყლუპით ჭამს და ქეიფობს

)
ისე ბავშვმაც უნდა იყოჩაღოს, მაგაშიც გეთანხმები. თან ნუ ყველას ერთნაირი ნერვები და ფსიქოლოგია არ აქვს. ამიტომ მესმის შენიც, ძნელია .
* * *
NatiaGullთავიდან სამშობიაროში დავიწყე მაგ სილიკონის თავებით და უარესად დამისკდა, თან არ მოსწონს ეგ და გავანებე თავი. იცი როგორ ვარ? აი წოვას რომ იწყებს უნდა გადავლახო 4-5 წუთი ის ტკივილები, მერე ვსო წოვაში მივლის და აღარ მტკივა. მაგრამ ის წუთები არის მთელი ცხოვრება ისე იწელება

) რა აღარ ვცადე მალამოები, კაკლები ,მაგრამ ნუ ვერა რა... მაგრამ ჩემთვის იმხელა კომფორტი და ეკონომიაა ძუძუზე რომ არის, რახან ჭამს და რძე კარგად მაქ (ჯერჯერობით) გავუძლებ მაგ წუთიერ ტკივილებსაც რა.
ახლაც ძუძუზე კიდია, რა ენაღვლება მე კი ვაქანავებ თავს ისე მეძინება

)) აქ შემოვდივარ ხოლმე რომ არ დამეძინოს და კარგია ჯგუფშიც აქტიური დავრჩები
This post has been edited by Tsitsi.la on 28 Feb 2021, 05:36