აუ რა კარგ თემაზე საუბრობთ

ძველი თემები რომ ნახოთ იმენა ახუნტრუცებული ვიყავი ამ სქესზე, ყველანაირი გამოთვლებით ვერთობოდი, შარდის და სოდის ტესტიც გავიკეთე

დილის შარდში ყრი სოდას, თუ აშუშხუნდა ბიჭია თუ არააქვს რეაქცია გოგო თუ რაღაც ასეთია, იუთუბზე ვნახე.
უსაქმური ნუ.
ჩინური კალენდრებით და ეგეთებით გოგო გამოდიოდა, შარდის ტესტითაც

ეხოზეც 12 კვირაზე ტატიშვილმაც გოგოაო და სილაგაძემაც. ხოდა დადააამ 16 კვირაზე ვუი ვუი ბიჭი ყოფილაო, კიდე კაი სქესი ფართი არ მოვაწყე.
მარა მე ისე ვნერვიულობდი ვერ შევირგე ეგ მომენტი მაინც და ისე ველოდებოდი კვირიდან კვირას, ასე საჯარო ზეიმს ვერიდებოდი :შ
მეორეზე უნდა ვქნაა
სახელს რაც შეეხება ნიკოლოზი მომწონდა სულ და ვიცოდი რომ ნიკოლოზი მეყოლებოდა შვილი მარა ჩემი ფეხები

ქმარი აღმოჩნდა ნიკოლოზი და მამა შვილს ერთიდაიგივე სახელი არ მინდოდა. ასევე ძალიან მომწონდა და მეუცხოვებოდა სახლი ვაჩე, შედარებით გავრცელებული სახელი არ მინდოდა.
მამამთილს ქვია გიორგი და მკითხა ერთხელ გიორგი არ გინდა რომ დაარქვათო? მეთქი არა მადლობა :დ ჩემს მაზლს (ანუ მის მეორე შვილს) ქვია გიორგი და წარმოიდგინეთ ოჯახში სამი გიორგი ერთიდაიგივე გვარით, რა დებილობაა

ისედაც რა საჭიროა მამამთილის და დედამთილის სახელის დარქმევა ვერ მესმის. ყველას თავის ცხოვრება ჰქონდა და სახელიც თავისი ინდივიდუალურად შერჩეული ჯობია.
რადგან გოგოს გვეუბნებოდა ეხო გოგოს სახელი მოვიფიქრეთ ნიცა (ნიკა+გვანცა) მარა ვერ მოგვართვა

მეორე შვილის სქესსზე და სახელზე ჯერ ვერ ვფიქრობ, ჯერ დადგეს ორსულობა :დ ალბათ მეორეზეც მასეთი ახუნტრუცებული ვიქნები