Clueაი არ ვიცი, ახლა მოვედი, მშიერი. შევჭამ, წამლები და მერე გინეკოლოგს მივწერ ვაიბერში.
25 თებერვლის ექოზეც ბადრიმ ქვედა ზღვართანაა წყლები და მეტი რო იყოს სასურველი იქნებოდაო.
დღევანდელზეც შევამოწმე და კიდე დაუკლია ცოტა.
ფრაქსიპარინს 4 კვირა და რაღაც დღიდან ვიკეთებ, 0.4იანს.
36ე კვირა რომ შევასრულე, ჰემატოლოგმა შემაწყვეტინა და სხვა წამალზე გადამიყვანა, საკუთრივ ფეხის ვენებისთვის რაცაა, იმაზე.
nopiahopi1 აპრილის ექო ჰემატოლოგს უნდა, წამლების მოხსნის ფონზე აინტერესებს. მეც მაინტერესებს. სავარაუდოდ ველოდები რომ მეანიც 1 ექოს გამაკეთებინებს. მოლოდინი კი აწი დავიწყე. სურათი მომცა, სადაც იცინის პატარა მაიმუნი. ჩემ ნერვიულობას დასცინის ალბათ.
mmaarriiaamm123123ამერიკულ საიტებზე წერია, ან წყლებს ღვრი, ან ქრონიკული დაავადება გაქვსო (მაგალითად მაღალი წნევა) ან რაღაც სპეციფიკური წამლის ბრალია ან ბავშვია ცუდადო.
აქედან მე ეჭვი წᲧლის ჩუმად დაღვრაზე მაქვს და აი 1 აპრილის ექო გამოაჩენს მაგას. იქნება და მეშლება..
პლაცენტა კია ნორმაში, თუმცა მაფიქრებს ის, რომ მეტწილად 1 ხარისხია და მარტო სადღაც პატარა უბანია მე2.
წონა კი ჯდება ნორმაში, მაგრამ ნაყოფი 35 კვირისას შეესაბამება. არადა 36 შევასრულე
ნუუ, ვნახოთ გინეკოლოგი და მერე ჰემატოლოგი და მეანიც რას იტყვიან