მე ვარ ამ ბავშვზე ეგრე მშიშარა. პირველზე არაფერი ამდაგვარი არ მჭირდა. გუშინ ვფიქრობდი, რამე რომ გართულდეს და სუნთქვა ვერ შეძლოს, ჰერას რეანიმაციამ რომ ვერ უშველოს, ღუდუშაურში ხომ არ წავიდეთქო

ღამე უფრო მიტევს ცუდი ფიქრები.
არადა თან ისე ვემზადები, დღეს გადავარჩიე კიდევ ტანსაცმელები ზომების მიხედვით.. იქეთა კვირაში წვიმებია მგონი და პირველივე მზიან ამინდში უნდა დავრეცხო.
იქეთა შაბათ-კვირას საწოლსთვისაც ვათავისუფლებ ადგილს და საბავშვო კუთხეს ვაწყობ ჩემს საძინებელში.
ჩანთის ჩალაგებაც მინდა უკვე