მადლობა ყველას, ვერ გთაგავთ. მიქანცული კი ვარ, მაგრამ ვერ ვიძინებ მაინც, საჭმელი მომიტანეს და Მშია მივხვდი.
ღამე რო მტკიოდა საკვერცხეები. მეთქი დილანდე არაფერი იქნება. ტუალეტშინრო შევედი და სისხლი დავინახე, შიშისგან ამაკანკალა.
ახლაც არ მახსოვს რანაირად მოხდა ეგ. კიდევ კაი ბავშვი კარგად იყო.
გაუტკივარებაზე უარი კი ცნობიერად ვთქვი, მარა თქვენ არ თქვათ. ყველა ვერ გაუძლებს.
მობილური ბოლომდე მქონდა და კლასიკური მუსიკის ფონზე თან ვღიღინებდი და თან ვსუნთქავდი, წვალებით გადავაგორე. ფანჯარაც კი გავაღებინე.
ჭინთვა გგონიათ ნაკლებია? თავი რო ძვრებოდა, მეწვოდა, და საშინელი ქაჩვის შეგრძნება იყო. გასაკვირია რო გამომივიდა მუცელით ჭინთვა, სამაგიეროდ ფეხები მეკეცებოდა და ძალით გამიხსნეს.
რო გამობრძანდა (კლასიკური, რელაქსაციურ ინსტრუმენტული მუსიკის ფონზე), ყველაფერი დამთავრდა. ოდნავ მეწვოდა შიგნით, მაინც პლაცენტა გამოქაჩეს და ბეტადინით მოასუფთავეს.
წელს ქვემოთ ჩახედვა მაინც არ მინდა
ეგრევე ძუძუს ეცა, ახლა წააბრძანეს ვაჟბატონი, აცრიან, კიდე გაათბობენ, ანალიზები ჰაი ჰუი და მომიყვანენ.
ხო, სხვაგან არ ვიცი და აქ კორონას ტესტი ამიღეს, ცხვირიდან... დისკომფორტი ანალიზია , მეტი სხვა არა.
წყალი ან წაიღეთ ან იცოდეთ, დაგჭირდებათ.
საუზმე: