აი ზუსტად რამდენიმე კვირის წინ არ ვდაობდით ამ 16 და 18 კვირის ექოების თემაზე და მაშინაც იგივეს ვამტკიცებდი 16 კვირა არაა ინფორმატიულითქო და შემეწინააღმდეგა ზოგი.
აი ამიტომ არაა ინფორმატიული რომ რაღაცეები სრულყოფილად არ ჩანს ამ ვადაზე და ტყუილად უნდა ინერვიულო.
* * *
Redialგილოცავ მშვიდობიან ეხოს

კარგი ქენი რომ გადაამოწმე, მეც ვერ მოვითმენდი :შ
Unicoორჯერ ვიყავი ბადრისგან და ერთხელ მარჯვენა ყური ვერ დაინახა და მეორეჯერ მარხზენა ფეხის თითები ვერ დაითვალა და მოკლედ რაა

რას იზამ, რასაც ვერ ხედავენ უნდა თქვან) ბადრი ცოტა პანიკიორაა ეგეთებში :დ მეც იგივე მკითხა, თუ ქონდა ყური წინა ვიზიტზე, მერე ხო არ გაუქრებოდაო

დაიბადა ჯანმრთელი ბავშვი
Kandinskaiaგაგუაში არ მოქმედებს უფასო ვიზიტები, არც იმედში, ამიტომ აღრიცხვაზე ამ ორიდან არცერთს არ გირჩევ (ნუ კიდევ სხვა მიზეზების გამო), მშობიარობაზე გოგა კაია ძაან მარა გაგუა გაუტკივარებაში მოიკოჭლებს, ბებიაჩემის დროინდელი ანესთეტიკი აქვთ (ნუ შარშანდლამდე ასე ქონდათ და არ ვიცი ეხლა შეცვალეს თუ არა), პლიუს ასევე ბებიაჩემის დროინდელი ძაფით კერავენ (იმედია აცდები ძაფებს მარა მაინც, ეგეთი ძაფით მართლა არცერთ კლინიკაში არ კერავენ), მოკლედ ხარისხზე არაა ორიენტირებული მოკლედ რომ გითხრა. თუმცა გოგა მართლა ძაან კაი ტიპია და მასთან ვინც იმშობიარა, გოგათი კმაყოფილია ყველა.
აღრიცხვაზე შეგიძლია დადგე პინეოში მაგალითად, ჩაჩავაში, ნუ ევექსებიც დიდად არ ბრწყინავს კი იცი.
აი დაგიდებ კლინიკებს სადაც შეგიძლია დადგე აღრიცხვაზე და გადახედე. აუცილებელი არაა იქ იმშობიარო. პროსტა რომ აირჩევ, მერე შეცვლის თემა ძაან რთულია.
შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“
შპს ,,პირველი საავადმყოფო“
შპს ,,პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“
შპს ,,N 5 კლინიკური საავადმყოფო''
შპს ,,ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალი"
შპს „ გაგუას კლინიკა“
შპს ,,იმედის კლინიკა“
შპს „ჰერა 2011“
„კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“(ახალი სიცოცხლე")
შპს ,,ბაიები“
შპს „დავით დავარაშვილის კლინიკა“
შპს ,,მედკაპიტალი''
შპს ,,ოქროს საწმისი XXI-საუკუნე“
შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“
სსიპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა“
სს „ჩაჩავას კლინიკა“
შპს „პირველი სამედიცინო ცენტრი“
დაწესებულება: შ.პ.ს ახალი სამშობიარო ცენტრი
შპს ,,ვივამედი“
შპს "ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა დედაშვილობა"
შპს "ემბრიო"
შპს დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება ,,ნინო“
* * *
PoisonnIvyუამრავი მიზეზია, ჰორმონები და სტრესი ძირითადად, ნუ რა სტრესზეა საუბარი გაჩენის მერე მიხვდები :დ
მე მშობელთა სკოლაში დავდიოდი ჩაჩავაში ორსულობის დროს და იქ ფსიქოლოგი გვიტარებდა ტრენინგებს- რა უნდა გვექნა რომ დეპრესია არ დაგვმართნოდა მშობიარობის შემდგომ. არ ვიცი მაგის დამსახურებაა თუ დამთხვევაა უბრალოდ, მე არ მქონია საერთოდ.
ნუ რამდენიმე რჩევა რაც მახსოვს იყო ის, რომ აუცილებლად გჭირდება სანდო დამხმარეები, აუცილებლად გამოწერის დღიდან გარეთ უნდა გახვიდე, დილას რომ ადგები თმები ჩამოივარცხნო და სცადო ფორმაში ჩადგომა ანუ ხალათით არ იბოდიალოთ მთელი დღეო და რაღაც ასეთი მარტივი რჩევები იყო

მე გაჩენამდე მყავდა ძიძა აყვანილი და გავაჩინე თუ არა მოვიდა, პლიუს იმ დღესვე დავიწყე გარე-გარეთ ტრაშუნი :დ და პლიუს ბავშვმა შემიწყო ხელი ძაან, ერთი ღამეც არ გამითენებია. სუფთა მუთაქა იყო, მთელი დღე ჭამდა და ეძინა, ღამე ბომბი რომ აგეფეთქებინა მაინც არ იღვიძებდა. მოკლედ ალბათ ბევრი მიზეზი იყო, ოდნავადაც არ მქონია დეპრესიის ეპიზოდები.
იმედია მეორეზეც გამიმართლებს