Anna-Mariგამარჯობა,
მესმის, ძალიან რთულია, როცა არ გამოდის, მითუმეტეს კარგი ხარისხის ემბრიონებით....
რატომ იკეთებთ ინ ვიტროს? რა პრობლება გაქვთ?
საერთოდ, რაც უფრო მეტს გადაიტან, მით უფრო დიდი შანსია, გამოვიდეს. ემბრიონის ხარისხსს ესე ვიზუალურად ვერცერთი ექიმი ვერ ადგენს, ამიტომ რეალურად დიდად არაფერს არ ნიშნავს ეს გრადაციები, სამწუხაროდ. ერთადერთი შანსია გენეტიკური კვლევა. როგორც ვიცი საქართველოში არ კეთდება და უცხოეთში ძვირი ღირს.
თუ ადვილად გამოგდის კარგი ემბრიონები, ეცადე, მოთმინებით შეუდგე გადატანას. გამოვა ერთ მშვენიერ დღესაც. ოღონდ მართლა ლატარიაა.
თუ არადა, ერა ტესტი + გენეტიკური კვლევა და ბევრად მეტი შანსი გექნება გენეტიკურად უპრობლემო ემბრიონი ზუსტ დროს გადაიტანო.
როცა ამბობ ორი ინ ვიტროს გავიკეთეო - ერთი პუნქცია + ორი გადატანა თუ ორი პუნქცია?
აცრა მეც გავიკეთე მეორე პუნქციამდე და საერთოდ განაყოფიერებაც კი არ მოხდა 5 კვერცხუჯრედზე, მაგრამ ვერცერთი ექიმი ვერ იტყვის დანამდვილებით აცრის ბრალია თუ სხვა რამის. მე უფრო სხვა რამის მგონია. ყველა კვლევა აჩვენებს; რომ აცრას არ აქვს გავლენას ინ ვიტროს შედეგზე.
მოკლედ, აბა შენ იცი, მაგრად იყავი და ეცადე სხვა რამეებზეც იფიქრო.
გამოგივა ერთ დღესაც აუცილებლად
ერთი გოგო მყავს ინსტაგრამზე (საფრანგეთში) : 4 ინ ვიტრო, 17 ემბრიონი, 0 ორსულობა და მე-17-ე მიემაგრა და ორსულადაა

ასე რომ, არ ჩამოყარო ყურები !