გოგოებო როგორ ხართ? მოკლედ მესამე წრეზე წავედი მაინც, არ მინდოდა გაჩერება, თან ერთი ინვიტროს ფულიც მქონდა რაც არის არისთქო, დავიწყე თავიდან ყველაფერი, 5 ფოლიკიდან 4 კვერცხუჯრედი და 2 ბლასტო მივიღე, საუკეთესო და საშუალო ხარისხის. 19ში გადავიტანე ფრეშად ორივე, ეხლა მე-5 დღე გამომდის და საერთოდ არანაირი სიმპტომი

ეგაა წინებისგან განსხვავებით, როცა მთელი დღეები ფაქტიურად სულ ვიწექი მესამე დღიდან აქტიურად გავედი სამსახურშიც და 1 საათი დღეში ფეხითაც დავდივარ. ერთადერთი რაც არვიცი სიმპტომი არის თუ პროგის ამბავი, უკაცრავად მარა გაზები მაწუხებს საშინლად, შემობერილი არ ვარ ოღონდ თან ამ დროს ისეთს არაფერს ვჭამ. არვიცი ველოდები რა იქნება, ვნახოთ, ისე ტესტი როდის მიჩვენებს? 29 ვარ ხეგეზე დაბარებული. ყოფილა ვინმე ვისაც საერთოდ არანაირი სიმპტომი არ გქონიათ და დადებითი შედეგი გამოსულა?
* * *
საბისაბი85სტიმულაციის დაწყებამმდე ექიმმა მამოლოგთან არ გაგიშვა? მე გადამამოწმებინა ჯერ და მადლობა უფალს არაფერი იყო, მაგრამ მამოლოგმა 1 წელში ერთხელ მაინც აკონტროლეო. არ შეშინდე, თუ ამ დრომდე არ გაწწუხებდა ალბათ არაფერი სერიოზული არ იქნება <3