tatamais209 მთელი გულით გილოცავ! იმედია, ორმაგდება!
დიდი ხანია არ ვყოფილვარ აქ

ივლისის კოშმარი მცდელობის მერე ახალ კლინიკაში გადავედით, დავისვენეთ და გავიკეთე მესამე ინვიტრო იანვარში.
გრძელი პროტოკოლი (თავიდან დეკაპეპტილი და მერე სტიმულაცია).
უკეთესი შედეგი მქონდა ვიდრე წინაზე : 7 კარგი ხარისხის კვერცხუჯრედი.
სამწუხაროდ, ჩემი შეყვარებულის ანალიზი კიდევ უფრო ცუდია, ვიდრე წინა მცდელობებზე, ფაქტიურად უმოძრაო სპერმატოზოიდები; ძალიან ცოტა. მოკლედ საშინელება.
მაგრამ ამ 7-დან ერთი ცალი განაყოფიერდა მაინც და სამდღიანი ემბრიონი გადავიტანე 29-ში.
დიდად არ მაქვს იმედი, არ ვაქცევ სინდრომებს ყურადღებას, მაინც ყველაფერი პროგესტერონის ბრალია. ეს სამდღიანი კი იყო ლამაზი (ფოტო მაქვს), მაგრამ რატომღაც მგონია რომ ვეღარ განვითარდა და ტყუილად ველოდები.
მოკლედ ვნახოთ