გოგოებო როგორ ხართ, მოკლედ ამ ციკლიდან შემოგიერთდებით, მეც საფუძვლიანად გადავწყვიტე ინვიტრო, უკვე დრო აღარ მინდა დავკარგო, 2 წელი საკმარისი დრო იყო ლოდინისთვის, თან ანტიმიულერიც დაბალი მაქვს და მაგიტომ.
იცით რა მაინტერესებდ ა რა მაშნებს, როგორც წესი ფოლიკები სულ მოდის (სტიმულაციის აგრეშე) და თავისით სკდება ნორმალურად,მაგრამ მაინც ვერ დგება ბუნებრივად ორსულობა (ქმარს იდეალური ანალიზები აქვს), მე მეშინია თუ არ დგება ასეთ დროს ფოლიკის დაბალ ხარისხზე უნდა მეფიქრებოდეს და ეშინოდეს? და თუ ეს ასეა მაშნ გამოდის ინვიტროს დროსაც დაბალი შანსი მაქვს ძალიან?

ისე ანტრალურები ჩანდა კარგად რომ ვნახე ეხლა 6 ერთ მხარეს და 3 მეორე მხარეს და კარგიაო ექიმმა. მაგრამ ეს ხარისხი ძალიან მაშინებს და მანერვიულებს, და კიდევ როგორც გამოუცდელს მაინტერესებს, ღმერთმა ქნას და გამოვიდეს კარგი ფოლიკები და გადავიტანეთ თუ სხვა პრობლემა არ აქვს ორგანიზმს ამ დროს შანსი როგრო მაქვს ნეტავი, არც ენტომეტრიუმის პრობლემა მაქვს და არც სხვა, ანუ ყველაფერი წესრიგში მაქვს, გამოკვლეული მაქვს ყველაფერი.