მეც მყავდა აცრაზე დილით. ნემსზე წამოიტირა წამიერად, ორივე დარჭობაზე. ნუროფენი არა, პანადოლი მიეცი სახლშიო ექიმმა, 1 მლ. დაველოდო ატკიებას თუ წგრევე დავალევინოთქო და არ დაელოდო, დაალევინე სახლში რომ მოხვალო. მტკინვეული ვაქცინაა და ცოდოა.
ვიბურკოლიც გაუკეთეო. ორივე 2-2ჯერ შეგიძლია დღესო.
მოვედით, ჭამა, ითამაშა და ძინავს.
პლასტირები იქვე დააკვრეს. 3 საათში მოხსენი, გააგრილე და ისევ დააკარიო.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედიანად კი ვარ, მგონია, რომ არ გამიწვალდება

უფროსიც თერაპიაზე მყავდა წასაყვანი და ბაბუასთან ერთად წავიყვანე და დავტოვე, მე ეგრევე მოვქანდი სახლში.
პ.ს. ორივე ფეხიდან ცოტა სისხლი წამოუვიდა ჩხვლეტისას :/