ეგრე მქონდა მეც. საშინელი სიმძიმე. მაგრამ საერთოდ არ ვაბრალებ კონკრეტულ აცრას, იმიტომ რომ მასე და კიდევ უარესად მქონდა ფრაქსიპარინს და კლექსანს როცა ვიკეთებდი მკლავში, იმ მხარეს გადახრილი დავდიოდი ხოლმე, რომელ მხარშიც ვიკეთებდი იმ დღეს
ეგრე ქონდა ჩემს მეუღლეს ამ ვაქცინაზეც, და ცოფზე-ტეტანუსზეც. ჩემი აზრით, მკლავში ნემსის გაკეთების ამბავია ეგ დისკომფორტი და ტკივილი, არ აქვს მნიშვნელობა რას იკეთებ.
მეორე დოზას რაც შეეხება,მეც ეგ ინფო მაქვს, მეორეზე უფრო იცის გვერდითი მოვლენები ფაიზერმაო და ვნახოთ, 2 კვირაში მიწევს მეორე დოზა და დავწერ შედეგებს
მზეanibani18მე ის უფრო მაკვირვებს, აცრის რომ ეშინიათ და კოვიდის არა

გასაგებია, არავინ იცის რას იზამს ეს ვაქცინა წლების მერეო, მაგრამ კოვიდი რას იზამს, ეგ ვიცით? რა გარანტიაა იმის, რომ ვინც გადაიტანა კოვიდი, მას ამ ვირუსის გამო არ შეექმნება პრობლემები ?
ზოგადად არ ვერთვები ხოლმე დისკუსიაში, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ვისაც არ უნდა აცრა, ვერ დავარწმუნებ მის აუცილებლობაში ისევე, როგორც მე ვერ დამაჯერებენ, რომ ვაქცინაცია არ არის აუცილებელი.