თრომბოფილიანო მშობლებო ლაქტაციის პერიოდში სისხლის გამათხელებლები დაგჭირვებიათ? ლოგინობის პერიოდს არ ვგულისხმობ. აი 5 თვე გავიდა და ალაგ ალაგ
მცირე სისხლჩაქცევები მიჩნდება, ხელზე და ფეხზე, ქავილით. ვერ გამიგია, ალერგიაა, სისხლი გამისქელდა ისევ (?!) თუ ანემიამაც იცის?
ჰემატოლოგთან ბოლოს მაისის ბოლოს თუ ივნისში ვიყავი და წესით უნდა მოვრჩენილიყავი. 2 თვიანი კურსი მქონდა თრომბოფლუს მიღებაზე. საკონტროლო ვიზიტი გავაცდინე მარტო.
ანალიზს კი ჩავაბარებ, მაგრამ ნუთუ არ უნდა დასრულდეს სისხლის ამბები?
ბავშვი კია კარგად, ამ კვირის ბოლოს მყარი კვების გასინჯვას ვიწყებთ