გოგოებო მოკლედ ძალიან უვიცი გამოვდექი
28.1 კვირაში ვარ
არაფერი არ მაქვს ნაყიდი
სად უნდა მივიდე ან რა უნდა ავარჩიო არ ვიცი
ბოდეებთან მივედი გუშინ წინ და ჩემმა ქმარმა ეგ დიდი ბავშვის არისო
და აღმოჩნდა რომ 16 თვის ბავშვის ბოდეს ვნახულობდი
რამდენი უნდა გადავიხადო ეგეც არ ვიცი
რაღაც ლოგოკური ფასი ხომ უნდა ქონდეს და იმის მიხედვით ავარჩიო?
ბოთლები საწოვარები რაღაცეები რავიცი
კი მომწერეს დაქალებმა დაახლოვებით რა დამჭირდება მაგრამ რაღაცნაირად გაშტერებული ვარ
მაზებს და პამპერსებს იმარაგებს ზოგი
რა ვქნა საიდან დავიწყო?
კიდე მაინტერესებს საკეისრო რომ იგეგმება სამშობიარო ტკივილები მაინც შეიძლება დაგეწყოს ხო?
როგორია ეგ სამშობიარო ტკივილი? ვაიდა ნაადრევად დამეწყოს როგორ მივხვდე რომ ეგაა?
ღამის შემოტევები მაქვს
მომიტევეთ
პ.ს 2 კვირაში აუზიან სასტუმროში ამოვყოფ თავს და
რა ვქნა? გავრისკო და ვიცურავო თუ თავი შევიკავო?
რამე მაზი ხომ არ გეგულებათ პრევენციისთვის რომ რამე არ ავკიDო
This post has been edited by klubnika on 2 Aug 2021, 02:37