როგორ ხართ გოგოებო ?
გუშინ მეორე დოზით ავიცერი ,გვერდითი მოვლენები არ მქონია .
ჩემი ქმარი იყო ცუდად ,ღამე სიცხემ აუწია ,აკანკალებდა ზამთრის საბანი ,პლედი ეხურა და მაინც .გუშინვე დაეწყო აცრის მერე მკლავის ტკივილი ,საღამოს სახსრები სტკიოდა და ღამე ყველაფერი ერთად 38.9მდე აუვიდა ტემპერატურა .იბუპროფენი ,პარაცეტამოლი ,ლიმნიანი ჩაი ,ტეტესეპტის იმუნიტეტის ჩაი თუ რამე შეიძლებოდა ყველაფერი დავალევინე .დღეს დღის მეორე ნახევრიდან დაეწია ტემპერატურა როგორც იქნა .ექიმთან მქონდა ვიზიტი და ვერ გადავდებდი მარტო დავტოვე და რომ მოვედი კარგად დამხვდა .კი ვიცოდი ,რომ სიცხე იცის ,მაგრამ ასე ყველაფერი ერთად რომ გამოუვლინდა ,დავიძაბე ,თან ექიმიც არ გამომაძახებინა .ისე კაცები როგორი მშიშრები არიან ,სიცხემ ეგრევე დააგდო ,გუშინ გამომემშვიდობა ვითომ ხუმრობით
ჰორმონების ანალიზი გავიკეთე თავიდან და ენდოკრინოლოგმა მარტო იოდომარინი დამინიშნა ,ჰორმონი არ გჭირდებაო ,ძაან გამიხარდა .ამერიკული გაიდლაინით შეესაბამება პასუხები ტრიმესტრსო .
ამ დღეებში მივალ ჰერაშიც ,ექოს გადაღება მიწევს ,თან აცრის მერე აღარ გადამიღია .
რაღაცასაც დავწერ და არ დამცინოთ

) ,გახსოვთ რამდენიმე დღის წინ ,რომ დავწერე ჰაიმორიტის ნიშნები მაქვს მეთქი ,შუბლი მტკივა თავის დახრისას -თქო,მოკლედ მივედი თერაპევტთან მიმართვა რომ მოეცა რენტგენზე და ყელ-ყურის ექიმთან ,ჯერ არ მირჩია დიდი დასხივებაა ნაყოფზე და არაა კარგიო ,არ დავუჯერე მაინც გამოვართვი ,ჩაწერილი ვიყავი ,მაგრამ რენტგენოლოგს ვკითხე შესვლამდე და იმანაც ისეთები მითხრა შემეშინდა და აღარ გადავიღე .ხოდა მერე შევნიშნე რომ რაღაც გაღიზიანებულივით მქონდა შუბლთან და გარედან მტკიოდა