tatamais209ვაიი

მე მგონი შენ ჩემზე გადარეული ხარ

მისმინე, მართლა ნუ ნერვიულობ ისეთ რამეებზე, როგორიცაა : მუცელზე წოლა, ცოტა კუნტრუში, ბანაობა, სიარული, პოზა ჯდომისას და წოლისას. მართლა არანაირ კავშირში არაა ემბრიონებთან. ეგენი თავის ცხოვრებას ცხოვრობენ
მთავარია, რამე მოწამლული არ ჭამო, უმი ხორცი, თევზი და ა.შ., მოკლედ რა რეკომენდაციებიცაა, დაიცავი და აშკარად ჯანზე არიან შენი შვილები, არაფერი არ მოუვათ !
შებერილობა ძაან არასასიამოვნოა კი

მყესების ტკივილი გაქვს შენ? მე ხანდახან მტკივა და ეგეც არასასიამოვნოა, თავიდან ცოტა მეშინოდა და ეხლა მივხვდი რაცაა და არაა საშიში.
მე მკერდი მეოთხე დღეა აშკარად ნაკლებად მტკივა, მაგრამ არ დაჩუტულა და ისევ მგრძნობიარეა. მართალი ხარ, გაივლის მალე ტკივილი და ნორმალურიცაა.
მოკლედ; ვცდილობ, არ ვინერვიულობ რა, არ შემიძლია მტელი ორსულობა ესე პანიკაში ყოფნა და ექიმებში ჯდომა

ბოლო 18 თვე ინ ვიტროები, სისხლის ანალიზები, ნემსები და კოშმარებიც მეყოფა
8 მარტს მაქვს შემდეგი ექო, იმედია კარგად იქნება ემბრიონი
შენ როდის მიდიხარ ისევ? ბოლო მონაცემებით რამხელები არიან? <3