tatamais209კარგად ვარ

კი, ვიყავი ექოზე, დავწერე მაგრამ ჩაიკარგა მესიჯი სადღაც წინა გვერდზე.
კარგად არის ყველაფერი, გაიზარდა კარგად, 13,7მმ და გულიც კარგად უცემს, 160.
მეტი არაფერი არ გაუზომია, დამშვიდდი და ტვინს ნუ ჭამო

))
ორ კვირაში დამიბარა ისევ, და მითხრა ისევ იმიტომ, რომ ვიცი, ნერვიულობო, თორემ 12 კვირამდე არც დაგიბარებდიო.
მოკლედ 25 ში მაქვს შემდეგი ექო და პირველი ტრიმესტრის ექო 8 აპრილს.
ამასობაში ყველა სიმპტომი გამიქრა ექოს ზუსტად მეორე დღეს. გული საერთოდ აღარ მერევა და კაია.
გამაფრთხილა ექიმმა; რომ სიმპტომებზე არ ინერვიულოო, ბუნებრივია ყველაფერიო. ერთადერთი თუ სისხლი წამოგივა მოდი სასწრაფო განყოფილებაშიო; მეტი არაფერი.
მოკლედ, ძაან დავმშვიდდი და ვეცდები, არ ვინერვიულო, არც აზრი აქვს და ვერც ვერაფერს შევცვლი
შენ როგორ ხარ? გაგიარა გამონადენმა?
როდის იყო ბოლო / შემდეგი ექო?