გოგოებო გამარჯობა
აბა როგორ ხართ ?
ძლივს მოვაღწიე ლეპტოპამდე, რომ დეტალურად მოგიყვეთ ჩემი ამბავი
მოკლედ 30/09 ში დილით გამაღვიძა ძლიერმა მოვლითმა ტკივილმა, ვიფიქრე ნაწლავის ამბავი არისთქო
ავდექი ყავა დავლიე, ოსპის სუპი გავაკეთე
ეს ოსპი არა და არ მოიხარშა 1 საათი ვეწვალე :დდდდ ჰოდა მოკლედ ბოლომდე არ იყო თითქოს დარბილებული მაინც ჩავუშვი წვნიანში :დდდ
გემრიელად მივირთვი, ვიბანავე, გარეთ გავაყვანინე ხვეწნით თავი
მეგობარს შევხდვი რაღაც გამოვართვი, უკანა გზაზე მაღაზიაში შევედი ვიბოდიალე ლიბრეში (თავი დიდ სავაჭრო ცენტრში მეგონა იმდენი ხანი არ ვყოფილვარ გარეთ გასული)
ჰოდა მოვედი სახლში, ვჭამე და გავგორდი, საღამომდე არაფერი მიგრძვნია
საღამოს ისევ მომიარა მუცელში, ოღონდ ძალიან მსუბუქად
სადღაც 22:55 დან დავიწყე აპლიკაციაში ჩანიშნვნა მოვლითი ტკივილების
ტკივილი იყო ყრუ და სრულიად ასატანი იმ კუთხით რომ 15/30 წამში გადიოდა
აპლიკაციის მიხედვით ტკივილის ხანგრძლივობის მაქსიმუმი იყო 1.55 მაგრამ ძირითადად 30 წამი გრძელდებოდა
ჩემმა ოჯახის წევრებმა დაასკვნეს რომ მოუხარშავი ოსპის ბრალი იყო ეს ტკივილები :დდდდდდდდდდდდდდ
მომეშალა ნერვები და ვიძინებთქო ვუთხარი , "დაძინებამდე" გლიცერინის ოყნა გავიკეთე და გემრიელად საფუძვლიანად ვიბანავე
დავწექი, სერიალს ვუყურებდი და თან ვითვლიდი ინტერვალებს
4:30 დან 5:30 მდე ჩავიძინე
გამაღვიძა ძლიერმა ტკივილმა, მალევე გადამიარა და ისევ ჩავიძინე
05:42 ზე გამაღვიძა ისევ ძლიერმა ტკივილმა და უკვე მივხვდი რომ ეგ იყო
ძლიერი იყო ძალიან ტკივილი, გავაღვიძე დედაჩემი, დავურეკე ჩემს ქმარს (მორიგე იყო)
"გამოვიძახეთ მამა" :დდდ და დავიწყე საბოლოო ჩალაგება და მოწესრიგება
კიდე გავიკეთე ოყნა და გადავივლე
დროს ვწელავდი, ჯერ ატანადი იყო ტკივილები და შესაბამისად მინდოდა მაქსიმალურად გათენებულიყო და ისე მივსულიყავი
სადღაც 9ის წუთებზე მივედი კლინიკაში
როგორც იცით ყველაზე მეტად ხელით გასინჯვის მეშინოდა
დასკვნა ვერ გავაკეთე რაზეა დამოკიდებული ეს ტკივილი
დამხვდა მორიგე ექიმი, ირინა
საკმაოდ სასიამოვნო ქალი იყო რამაც ძალიან კარგად იმოქმედა განწყობაზე, მომცეს ხალათი, პერანგი და დამიტოვეს დამტენი და ტელეფონი სხვა ყველაფერი გაატანეო
გატანის დროს გამოვექეცი დერეფანში დედაჩემის სანახავად და ამ ჩემს სირბილზე ვიცინეთ ექიმიან დაცვიან ექთნიანად ყველამ და რაღაცნაირად განწყობა გამომიკეთდა
თან გენერალური რეპეტიცია გავლილი რომ მქონდა თითქოს მშვიდდად ვიყავი, მხოლოდ ხელით გასინჯვის მეშინოდა
მოკლედ განსინჯა ამ ირინამ
ნამდვილად უსიამოვნო შეგრძნება იყო მაგრამ სულ ეს იყოთქო ? არ მტკენია ისე როგორც წამიკითხავს და მსმენია რომ ტკივათ
2 თითზე ხარ გახსნილიო და ამიყვანეს სამშობიარო ბლოკში
ჩემი ოთახი ლიფტის წინ იყო :დდდ კარი რა თქმა უნდა მთელი ამ პერიოდის მანძილზე ღია და მთელს კლინიკას ვაკონტროლებდი, ვითვლიდი ორსულებს :დდდ ბავშვებს, ვათვალიერებდი ექიმებს და ექთნებს და ვისმენდი ჭორებს
მოკლედ ჩემი ოთარი რაღაცნაირი "პრახადნოი დვორი " იყო მაგრამ სულ არ მაწუხებდა ეს ამბავი
ტკივილები საკმაოდ ასატანი იყო, იმაზე ასატანიც კი ვიდრე სახლში
მეორე გასინჯვაზე უკვე მეტკინა, ისევ ირინამ გამსინჯა და საკმაოდ ცუდი იყო მაგრამ მთავარი ამ გასინჯვაში ის არის რომ მალე სრულდება
2 ნახევარ თითზე ვიყავი მეორე გასინჯვაზე
მალევე ვუთხარი რომ გაუტკივარება მინდოდა
არადა არ მტკიოდა ისე ძალიან მაგრამ კიდე კაი რომ მოვიფიქრე და ვუთხარი მინდათქო
ზურგში გამიკეთეს ადგილობრივი გამაყუჩებელი და მალევე გამიკეთეს ნემსი
მტკივნეული არ არის , უსიამოვნოა
ვიგრძენი ფეხებში სითბო და ძალიან მალე ტკივილები გაქრა
გაუტკივარება დავამატებინე კიდე ორჯერ,(თუ სწორად მახსოვს) როგგორც კი ოდნავ ფეხებს ვგრძნობდი
ვეკითხებოდი როდის შეგვიძლია დამატებათქო, ველოდებოდი იმ კონკრეტულ საათს და ვამატებინებდი ეგრევე
შუალედებში 2-3 ჯერ გამსინჯა დავარაშვილმა, გასინჯვას საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი
რაღაც ეტაპზე შემოვიდნენ და წყალი დამაღვრევინეს, ანუ ბუშტი გავხეთქეთო
დავარაშვილს სულ ვეკითხებოდი, მაგალითად : ახლა რამდენ ხანში უნდა ველოდოთქო, ან ამის მერე რა უნდა გაკეთდესთქო და ასე შემდეგ
არ მოუტ ყუბია, რომ მეტყოდა ოდნავ იგრძნობო ვგრძნობდი, თუ მეტყოდა ვერაფერს იგრძნობო ვერ ვგრძნობდი,რომ მეტყოდა 1 საათშიო ზუსტად 1 საათში და ა.შ
14:00 საათზე მითხრა 4 თითზე ხარო და მაქსიმუმ 2 საათში გაჩენილი გეყოლებაო
მართლაც 15:50 ზე გაჩენილი მყავდა
მოკლედ ამ ჩემს გაუტკივარებას 15:00 მდე ქონდა ვადა :დდდ ჰოდა ანესთეზიოლოგმა ვეღარ დაგიმატებო ბოლოს ჰოდა წამოვიდა ტკივილები ატანადი
ნელ ნელა ვხვდებოდი რომ მერხეოდა :დდდდ
შემოვიდა დავარა, მომადგა ბებია ქალი და ექთანი და დაიწყეს მზადება ჰოდა ყველაფერი კარგად აღარ მახსოვს
პირველად რომ გამაჭინთინეს ჯერ კიდე ხოდზე ვიყავი
ბებია ქალმა სახით იჭინთებიო

არაფერს შვებიო
დავარაშვილი გავიდა, 3-4 წუთში შემოვიდა
დააძრო რაღაც შპრიცი ხმალივით და უთქმელად შეუშვა ვენაში და დაიწყო რაც დაიწყო (ეტყობა დამაჩქარებელი)
აიო თავი აქ არის უკვეო
მეთქი ახლა როგორ გადავხტე აქედან ეს ბავშვი არ გამომივარდესთქო
არ დაგავიწყდეთ ეს კარი ისევ ღია იყო :დდდდდდდ ვიღაც ორსულის ქმარი ინტერესით მიყურებდა ტრაკში

ბებია ქალმა ბოლოს მიუთხლიშა კარი რო აღარ წავიდა
სულ ფეხებზე მეკიდა ყველა და ყველაფეერი
რაღაც სისულელეებს მოვთქვამდი
ძირითადად იმას საკეისრო რატომ არ გავიკეთეთქო
ვაი დედა ვაი დედათქო და ზუსტად ასე ვიკვრანჩხებოდი (სხვა სიტყვა ვერ მივუსადაგე)

თავს ხან იქით გადავაგდებდი ხან აქეთ
სანიტარმა გინდა დაგინიავოო და დაიწყო დანიავება
სახეზე წაიკითხა ალბათ ყველაფერი და გამეცალა
მოკლედ ეს ტკივილი გაგრძელდა 5 წუთი დაახლოვებით დავარაშვილი იქვე იყო და ნუ ეტყობა რომ დაიწყო უკვე მოვიდა ახლოს და რა ვქნა მითხარითქო
რაღაც მითხრა ვერაფერი გავიგე
მეთქი ვერ გავიგე და თავიდან მითხარი ახლა გავიგებთქო
ახლაო არ გაიიჭინთოო და ისუნთქეო
დავიწყე სუნთქვა თან ვამბობდი ვსუნთქავ ვსუნთქავთო

ახლაო გაიჭინთეო
პირველმა გაჭინთვამ კარგად ჩაიარა, 1-2 ასეთიც და ეგ არისო
მეორე გაჭინთვამაც კარგად ჩაიარა და აი ერთიც და ეგ არისო
მესამეზე თავი გამოვიდა უკვე და მეოთხე გაჭინთვა აღარც დამჭირდა ბოლომდე გამოვარდა ბაია და დამაგდეს გულზე და აიიიიიი ის სუნი არასოდეს ამომივა თავიდან
უბრალოდ არ იტირა და მალევე წამართვეს
შემდეგ სერიაში თქვენ ნახავთ ....
გრძლად გამომივიდა ძალიან და მოკლედ მერე მოვიწერები დანარჩენ დეტალებს
ეს იყო კონკრეტულად მშობიარობის მოგონება :დდდდ
რომ ვწუწუნებდი რა გინდაო მთელი დღე სტუმარივით იწექი და 10 წუთში გააჩინეო
ანუ საბოლოო დასკვნა არის ის რომ ძალიან მარტივად ვიმშობიარე
1 ნაკერი დამადეს რასაც საერთოდ ვერ ვგრძნობ
მაგრამ მაინც კოშმარი და კატასტროფა იყო და თუ ოდესმე კიდე გავაჩენ საკეისროს გავიკეთებ (ალბათ :დდდდდდდდდდდ)
This post has been edited by klubnika on 6 Oct 2021, 09:07