მეორე სერიის დასაწყისი....
მოგონებები კლინიკაზე
მივედი დილაუთენია
მე თვითონ კლინიკაში მიმუშავია და ვიცი როგორ არ უყვართ დილით გადაბარებამდე, მთელი ღამის ნათრევზე და 300 ლარიან ხელფასზე

პაციენტის მიღება
დაცვასთანვე გავიღრიჯე, მგონი ვმშობიარობთქო
თბილად დამხვდა, ჩემები არ შემოუშვეს შევედი მარტო პაწუკა ჩანთით სადაც მედო დამტენი, პირადობა, ფავერ ბანკი,ბოქსი თუ რაცაა, სანთებელა :დდდდდდდდდდდ (რათ მინდოდა????????? სანთელი უნდა ამენთო ალბათ ) და საღ. რეზინი
მეორე ხელში ფაილით სადაც მედო გაცვლვა გამოცვლის ფურცელი, ოფთალმოლოგის ფორმა 100 (იმ შემთხვევაში თუ საკეისრო მომინდებოდა უცებ ) და ბოლო ექოები
შევედი სადაც მიმითითეს და ექთანი (ან უმცროსი ექიმი) იჯდა, მეთქი ტკივილები მაქვსთქო, საცობი უკვე გამომივარდა გუშინთქო, შემცირდა დრო ტკივილი გაიზარდათქო
რომელ კვირაში ხარო , მეთქი 36.5
უი პატარა ვადააო
მეთქი კაი კაცო მართლა ?????? გავბრაზდი ძალიან
მაგრამ მალევე შევრიგდით :დდდდდ დავუწყე ლაპარაკი, მეშინიათქო, მორიგე ვინ არისთქო, ისთქო ესთქო
სანამ შევიდოდი გარეთ გოგო იჯდა უზააააააააარმაზარი მუცლით ჰოდა როგორც მივხვდი რიგი ავახიე :დდდ
ანუ უსიტყვო ტიპები რომ არიან საათები რომ სხედან და სხვა ასწრებთ ეგეთი იყო
კი შემეცოდა მაგრამ ჩემი გაჭირვება მქონდა :დდდდდ
ანუ რომ შევდიოდი შევყოვნდი და კარიდანვე დავუწყე საუბარი ანუ ეგრევე არ შევვარდნილვარ და ეთქვა თუ ელოდებოდა შტერივით მიყურებდა :დდდდდდდდდ
მოკლედ შედიო და გაიხადეო , მეთქი მეშინია მაგრათქო
მალევე შემოვიდა ექიმი მე ავხტი იმ სკამზე და რა გქვიათთქო ამ ქალს ვეკითხები
როგორც მახსოვს ირინა ერქვა რავიცი მე ირინა გავიგე :დ
მეთქი აი ძალიან მეშინიათქო
ნუ გეშინიაო ცოტა შეიძლება გეტკინოსო
მოკლედ უცებ გამსინჯა, არ მეტკინა როგორც ვთქვი და კმაყოფილები დავიშალეთ
გასინჯვის მერე მომცეს ვანკა სტანკა პერანგი, ხალათი, ჩუსტები და ნაგვის პარკი

ჩააწყვე შენი ნივთები და დაიტოვე ტელეფონი და დამტენიო
ჩავაწყვე ტრაკის კანკალით და რომ მიქონდა ეთქანს მეც გავქანდი ფოიეში
დედაჩემის სანახავად ხოდა როგორ დარბისო ამას უყურეთო :დდდდდდდდ
მოკლედ დამაბრუნეს უკან და ამიყვანეს ეტლით, შენით არ შეიძლებაო, ამ ეტლზე ფეხის დადება ვერ მოვასწარი და კინაღამ მოვიტეხე ჩამყვა შიგნით :დდდდდდდდდ
მოკლედ ავედით, დაწექიო, არ მინდათქო , ტკივილების დროს ვიხრებოდი და მსიამოვნებდა, გიჟივით დავდიოდი ოთახში, ბოლთას ვცემდი
ამასობაში დამირეკა ჩემმა ქმარმა დაპანიკებულმა სამსახურიდან მოვდივარ რას შვებიო
და რავიცი გავაჩინეთქო :დდდდდდდდდდდდდდდდდდ დაიჯერა :დდდდდდდდდდდდდდდ ნუ ეგ კიდე ცალკე პანიკა, იქ იცინოდნენ შენმა ქმარმა კი არა ჩვენ დავიჯერეთ ისე უთხარიო
ჰოდა მოკლედ კაი ხანი ვიყავი უაზროდ, ვმესიჯობდი
გადაბარებები იყო, 9 კაცი შემოდიოდა გადიოდა, სხვადასხვა სახეები
ყველაფერი ნორმ იყო
პირველი უკმაყოფილება წამოვიდა ვენის ჩაყენების დროს, შემოვიდა პაატარა გოგო, უმცროსი ექიმი და დამასაცერა :დდდდ მერე დავდებ ფოტოებს დიიიიდი უზარმაზარი სილურჯეები მაქვს ორივე ხელზე და სიმაგრეები
მოკლედ ეს გოგო ახალბედა იყო და ნუ დამჯიჯგნა რა და იძახდა ბრაკი პეპლებიაო
ხმა არ ამომიღია, ახალბედებმაც ხომ უნდა ისწავლონ ვინმეზე გავმწარდი მაგრამ ნუ ჯანდაბას
ცოტა გავღიზიანდი
ჰოდა მერე შემოვიდა ანესთეზიოლოგი , მეღლაბუცებოდა რაღაცას მეო ხონელი ვარო შენ საიდან ხარო და მოკლედ ვიცინოდით :დ
მალევე გამიკეთა ადგილობრივად ლიდოკაინი და კიდევ მალევე ჩამიდგა რაღაც კათეტერივით სადაც შეუშვა წამალი
ვიგრძენი სიცივე ზურგში და მალევე ფეხებში ჩავთბი და ტკივილები გაქრა
მოკლედ ამ დავარაშვილში ბევრი ახლობელი აღმომაჩნდა დირექტორიდან დაწყებული ექიმებით და ნეონატოლოგებით დამთავრებული
ბოლოს ეს დირექტორი შემოვიდა აბაო კიდე ვის დაარეკინებ მაინტერესებსო სიცილით

9 კაცმა დამირეკა შენზეო და როგორ ხარო რამე ხომ არ გნებავსო :დდდ მეთქი არა
ნუ მერე იყო ის რაც უკვე მოვყევი... ყველაფერი არ მახსოვს რა თქმა უნდა :დ
მახსოვს ის რომ კარს არ ხურავდნენ და ეგ არ არის სწორი ჩემი აზრით
ვიღაც ტიპი რომ მიჭვრიტინებდა ფაქტია ცუდად ჩამრჩა გონებაში
მაგ დროს რაღაც სიმშვიდე სიწყნარე მჭირდებოდა
ისედაც ქაოსი მქონდა თავში და ეს ხმაური სიარული და ჭვრიტინი მაგრა მაგიჟებდა
მალევე ამიყვანეს პალატაში
1 კაციანი მინდოდა მაგრამ ადგილი არ გვაქვსო და აღარ გავიწელე ვიპზე და ლუქსზე და ორიანში მოვთავსდი
პირველი ღამე მარტო გავატარე, სასიამოვნო გარემოა, ცოტა ლოგინი ჭრიალებდა ჩემიც და მეორეც და შტეფსელი ფეხებთან მქონდა რაც ნერვებს მიშლიდა
ზოგადად უპრეტენზიო ტიპი ვარ და ამიტომ არც ექთანი გამომიძახებია და არავინ
რომ ავედი მომაწესრიგეს, დამბანეს და ჩამაგორეს
დაძინებით ვერ დავიძინე ბავშვს ველოდებოდი და ნეთესავ ახლობლების ზარებს ვიგერიებდი
პარასკევი იყო საღამო და როგორც ყველგან შაბათ კვირას მხოლოდ მორიგეები იყვნენ, შესაბამისად იყო სიწყნარე სიმშვიდე და უსაქმურობა
პირველ დღეს ოთახი არ გამოუწმენდიათ საერთოდ მეორე დღეს ერთი მოუსვა სანიტარმა ზრდილობის გამო
აბაზანაშიც ნაგავს ყრიდნენ მხოლოდ
კვებას რაც შეეხება საკვების დამრიგებელი ქალი იყო ძალიან საყვარელი და თვითონ კვება იყო ასეთი
დილით კარაქიანი პური ჩაი ხაჭო + ერთხელ ხაჭაპური, ერთხელ ბრინჯის ფაფა, ყველიც იყო, მერე ერთხელ კიევური კატლეტი, პიურე ისე კატლეტი,ჭარხლის სალათი,საღამოს კიდე ჩაი, კექსი , მაწონი, ყველიანი მაკარონი, ხორციანი ბლინები
საკმაოდ ნორმალური კვება იყო
ნუ მე ზოგადად ზიზღიანი ვარ და მითუმეტეს ეგეთ ადგილებში ვერ ვჭამ
იქ რამ გამაცოფა არ ვიცი
დამატებით მოვატანინე ჩემებს რაღაცეები :დდდდდდდ
რაც შეეხება სტაფს, ყველას ყველაფერი ეზარება როგორც ყველგან
მაგრამ სხვაობა ის არის რომ აქ თუ ოდნავ შეუტევ ეგრევე ჰოპ სტოპზეა ყველა
ერთი სიტყვა და გაროჟვა საკმარისია რომ მოგხედონ
საბოლოო ჯამში უკმაყოფილო არ ვარ
მიუხედავად იმისა რომ თუნდაც კვებაზე არ დამეხმარნენ და ძუძუს პრობლემა მაქვს
და ა.შ
მგონია რომ სხვაგან უარესია... უარესი კი არა მგონია რომ სხვებთან შედარებით აქ კარგია ყველაფერი
რავიცი ორი დღეა ამ ტექტს ვწერ :დდდდდდდ მუზა მაქვს დაკარგული სხვა ვერაფერი გავიხსენე
მესამე სერიაში მოგიყვებით პატარა ალექსანდრეზე