ნაწილი 4 :დდდდდდდდდდდდ
დღეს 15 ოქტომბერია
შესაბამისად მუთაქა ალექსანდრეც 15 დღისაა
ბავშვმა გაითვალისწინა რომ მიმატება გამოკლებასთან ძალიან ცუდად ვარ და დღეების თვლისგან გადამარჩინა .. ჰოდა გაჩნდა 1 ში
ჩვენი პირველი შეხვედრა რამდენიმე წამიანი იყო, ის სუნი არასოდეს დამავიწყება პირველად რომ ვიგრძენი სულ სხვანაირი იყო ეგეთი არასოდეს არაფერი მიგრძვნია
არ იტირა, მალევე წამართვეს და დაეხმარნენ
სანამ იტირებდა არაფერი მახსოვს გარდა იმისა რომ ლატოკზე რაღაც დიდი სისხლიანი ხორცის ნაჭერი დავინახე :დდდ (მომყოლი თუ რაღაც )
ვერც ტკივილს ვგრძნობდი, ვერც დისკომფორტს . რატომ არ ტირისთქო ვეკითხებოდი და არავინ არაფერს მპასუხობდა
მალევე გავიგე კრუსუნი
როგორი ინტელიგენტიც არის ისე ინტელიგენტურად კნაოდა კატის კნუტივით
მეც ამოვისუნთქე ამასთან ერთად
შეახვიეს პატარა შაურმასავით და კიდე დამაწვინეს გულზე, კიდე რამდენიმე წამით და ისევ წაიყვანეს უნდა გავათბოთო , ისეთი შეშუპებული და გაჭინთული იყო გული გამისკდა :დდდდდდ თან ფერიც რაღაცნაირი ქონდა
მოკლედ ამიყვანეს პალატაში 1-2 საათში
მომაწესრიგა სანიტარმა და დამაწვინეს
მშიოდა გიჟივით .. კვება აღარ გეკუთვნისო :დდდდდდდ და მოგიტანონ რამეო
მეთქი ჩიზბურგერი შეიძლებათქო ? დამცინეს, დამამცირეს და გავიდნენ :დდდდდდდდდ მაწონი და ბულკიო
ბავშვის შემოყვანა უფრო მეჩქარებოდა თუ მაწონი და ბულკი ზუსტად არ მახსოვს
რაღაც პერიოდის მერე შემომიყვანეს ბავშვი ვუყურებდი და საერთოდ ვერ ვხდებოდი ეს არსება ვინ იყო
მაგას ახლაც ვერ ვხვდები, ხანდახან მგონია რომ ცოტა ხნით მყავს ნათხოვარი და უნდა დავაბრუნო დავარაშვილში
მოკლედ მომიყვანეს და აჭამეო
მეთქი რა ვაჭამო არ მაქვს არაფერითქო :დდდდდ ძუძუო ,..
ძუძუ ვერ ჩავუდე
მოვიდა ვიღაც დამიჭყლიტა ძუძუს თავი და ჩატენა ბავშვს პირში , ამანაც დაიწყო ცმაცუნი
მესამე დღეს მივხვდი რომ ბავშვი მშიერი იყო :დდდ იმიტომ რომ მესამე დღეს მოეჭიდა პირველად
მივქანდი ეგრებე ნეონატოლოგიაში მეთქი დროზე დამატება მიეცითთქო ჰოდა 3 საათში ერთხელ მიმყავდა და ვაიძულებდი მიეცათ დამატება
მესამე დღეს მივხვდი რომ რომ ჩაიკუკავდა გამოსაცვლელად უნდა გამეყვანა :დდდდ მანამდე ცოტა ხნით რომ ვუტოვებდი ეტყობა მაშინ უცვლიდნენ
მეოთხე დღეს წამოვედით სახლში
რა თქმა უნდა ამ ნაწვალებზე ძუძუზე უარი თქვა და აღარ იდებს პირში
რძეც არ მაქვს, 90% ჰიპზე მყავს რასაც იქ აძლევდნენ
ვიწველი, მასაჟისტიც მყავდა მაგრამ ამაოდ
რომ მოვედით მივხვდი რომ არაფერი მქონდა, არც პამპერსი არც საჭმელი, ბოთლი სამშოვიაროში გაუტყდა ექთანს და გატეხილი იყოო მითხრა :დ
დედაჩემს დავუტოვე და გავიქეცი აფთიაქში
ვიყიდე პირველადად სასწრაფოდ რაც მჭირდებოდა და დავბრუნდი მალევე სახლში
მოვედი მუთაქა წუწუნებდა, დავიწყე ჰიპის გაკეთება
აღმოჩნდა რომ არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინა, ცხელ წყალში ცივში თუ როგორ
ჩუმად ვწერდი დაქალს რა ვქნათქო ;დ იმიტომ რომ დედაჩემი მმამაჩემი და ჩემი ქმარი ისტერიულად დარბოდნენ და დროზე დროზე ტირის ბავშვიო
გავაკეთე საცოდავად ეს ჰიპი
მოვედი ავიყვანე ბავშვი და ჩავუდე ბოთლი და ჰოი საოცრება :დდდდდდდდდდ ასხამს მთლიანად გარეთ არადა წოვს მაგრამ სულ გარეთ გამოდის
ატყდა ისტერიკა
არასწორად გიჭირავს
ცხელია ალბათ
ბევრი ხომ არ ჩაყარე
იქ ვერ იკითხე ?
რა გითხრა პედიატრმა ?
და ა.შ
ჩავვარდი პანიკაში დავიძაბე , ბავშვი ტირის :დდდდდდდ
მივხვდი რომ ეს ახალი ბოთლი ბევრს ასხამდა და მაგის ბრალი იყო, ძველი მომტვრეული ბოთლი ავიღე და იმით წყნარად შეჭამა
ჰო ნუ დაიწყო რა თქმა უნდა ოჯახში , ქუდი დაახურე, ქუდი მოხადე, ცხელა, ცივა , დააფარე, გადახადე, ჩააცვი, გახადე
მე ვზივარ და ოლიმპიური სიმშვიდით ველოდები როდის წაეთრევა ყველა სახლიდან რომ წყნარად დავრჩეთ როგორც სამშობიაროში და აი მანდ იწყება :დდდდდდდდდდდდდ
პირველი ღებინება ......... ცხვირიდან პირიდან ყველა მხრიდან ასხამდა
გავარკვიე რომ ჩვეულებრივი მომენტია და მივხვდი რომ ჭამის მერე ტაკო არ უნდა ჩავბანო :დ
პირველი სახეში მოფსმა :დდდდდდდ
ჩავბანე, გავაწკრიალე, პამპერსს ვკრავდი და მომაფსა ტანსაცმელზე ხელებზე თვითონაც გადაიფსა სულ
და პირველი წამლის გადაცდენა
აი მანდ კი ძალიან შემეშინდა
გადავიკიდე მუცლით ხელზე და დავუწყე ზურგში ტყაპუნი
სანამ არ დავრწმუნდი სუნთქავდა კინაღამ ამოვწყდი
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მაინც მირჩევნია მარტოები ვიყოთ რაღაცნაირად უფრო მშვიდად ვართ
ჰო რაც შეეხება ძილს, ღამე მაძინებს
3 საათამდე მღვიძავს ვაჭმევ და ვიძინებთ 7 საათამდე მინიმუმ ძინავს, დედა რომ რჩება 7 ზე გაყავს აჭმევს უვლის და მე 10 მდე მაინც გაგუდულს მძინავს ხოლმე
თუ დედა არაა ღამე მძინავს და მამამისი ყარაულობს საჭმელსაც უკეთებს და მე მარტო ჩაბანა და ჭამის პროცესი მევალება
მოკლედ კარგი ბიჭია ალექსანდრე
არ იცის გადაბჟირება, ტირილი, კივილი
იშვიათად წამოიკივლებს ხოლმე ძირითადად წყნარად წევს მუთაქასავით მაგრამ დედიკომ გააფუჭა სულ ხელში ამყავდა და დღეს რაღაც დილიდან ხელში ითხოვს მაგრამ ვაწრუწუნებ არ ვიყვან და ვნახოთ
ჭამასაც მოუმატა, 200 გრამი აქვს მომატებული 11 დღეში და მგონი ნორმალურია
ახლა მთავარი რაც მინდა ის არის რომ რძე უნდა მოვიყვანო
ვჭამ ხორბალს (ამ ეტაპზე უშედეგოა)
მექანიკური საწველი ვიყიდე და სისულელეა არავის გირჩევთ
დღეს ელექტრო უნდა ვიყიდო 80 ლარად ვიშოვე და ვნახოთ თუ ჩადგება
და ბოლოს ორსულებო
რომ მეუბნებოდნენ დატკბიო ორსულობითო და მე რომ სულ ისტერიკებში ვიყავი
ახლა მივხვდი ...........
ისე მენატრება მუცლის შიგნიდან კაკუნი ისე მენატრება ყველაფერი რაც ორსულობიდან მახსენდება
მინიმუმ აღარავინ გკითხულობს :დდდდდდდდდდ რომ რეკავენ ბავშვი როგორ არისო მეკIთხებიან
ახლა ვნანობ , რატომ არ დავტკბი ?!
ამიტომ მეორეზე დავტკბები ძალიან მალე
* * *
+++++++++++++++++++++
ისტორია ცალთვალა ხაჭვანზე
ვწევარ სამშობიარო ბლოკში
გაგანია მოვლითი ტკივილები მაქვს, კვნესაში და ოხვრაში ვარ, ეს ოხერი ტელეფონიც არ ჩერდება მირეკავენ და მირეკავენ
შემოდის უცხო ნომრიდან ზარი
რატომ ავიღე არც ვიცი :დდდ
რაღაცნაირი ნომერი იყო და მეთქი კროკობეთის გათამაშებაში ხომ არ მოვიგე რამეთქო :დდდდდდდდდდდდდდდდდდდ
ჰოდა ალო გისმენთთქო
დღესო ჩაწერილი იყავით ავერსის კლინიკაში და რატომ არ მოხვედითო
მეთქი უიიი ვმშობიარობ და ვერ მოვედი და ბოდიში ვერც დავრეკეთქო
ჰოდა რას ქვიაო :დდდდდდდდ წინა კვირაშიც იყავი ჩაწერილი და არ მოხვედიო :დდდდდ (საცობი რომ მომძვრა იმ დღეს)
მეთქი უკაცრავად "ვმშობიაროთქო" დავუმარცვლე
გავიგე რომ მშობიარობო მაგრამ რომ ეწერები უნდა მოხვიდეო
მეთქი თქვენ ვინ ბრძანდებითო და ხაჭვანი ვარო
მერე რა საქმეს მირჩევ გითხარი ვმშობიარობთქო და კიდე გააგრძელა
ხოდა დავუთხლიშე ტელეფონი
This post has been edited by klubnika on 15 Oct 2021, 16:52