ძიძას სხვა კლინიკაში დაუდასტურდა და ჩემმა შვილმა ბებოსაც გადასდო და ბებოსაც სხვა კლინიკაში დაუდასტურდა და ვგონებ ეგ კი ქნეს პატიოსნად
Kandinskaiaვაჩე კარგადაა, იმ 2 დღის მერე არანაერი არაფერი არ ქონია, ის 2 დღე სიცხე ქონდა (დამწევს ვაძლევდი) და ვსო. მერე თითქოს არაფერი, აღარც მახსოვს კორონა რომ აქვს

მე8 დღეა და წესით აწი აღარც უნდა გართულდეს.
აუ ბოლო თვე ცოტა რთულია მართლა, მძიმდები ადამიანი რაღაცნაირად :შ
აუ რამდენიმე დღის წინ წერდით ანტენატალური უფასო ვიზიტები დაიკიდე არაფერი არ შედისო, მგონი
მზე შენ გწერდა თაკო და მაშინ ვერ გამოვეხმაურე ამ ამბავს და ეხლა დავწერ.
ზოგიერთი კლინიკა უნამუსოდ არ ეუბნება ორსულს რამდენი რაღაც ეკუთვნის უფასოდ
პირველი ვიზიტი - მე-12 კვირამდე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
სისხლის საერთო ანალიზი
შარდის კულტურალური გამოკვლევა
სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა
რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში
სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი)
ულტრაბგერითი გამოკვლევა
მეორე ვიზიტი - ორსულობის მე-20 კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
ულტრაბგერითი გამოკვლევა
მესამე ვიზიტი - ორსულობის 26-ე კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
სკრინინგი გესტაციურ დიაბეტზე
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა
რეზუს-ანტისხეულების განსაზღვრა რეზუს-უარყოფითიან ქალებში
მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 30-ე კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
მეხუთე ვიზიტი - ორსულობის 34-ე კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
მეექვსე ვიზიტი- ორსულობის 36-ე კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა
მეშვიდე ვიზიტი- ორსულობის 38-ე კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
მერვე ვიზიტი - ორსულობის მე-40 კვირაზე
მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
შარდში პროტეინურიის განსაზღვრა
მე ამ ყველაფრით გადასარევად უფასოდ ვისარგებლე ჩაჩავაში და ნამდვილად ბევრი რამე დამაკლდებოდა (ბევრი რამე რა, ფინანსურად არ იქნებოდა პატარა ამბავი) ეს რომ დამეკიდებინა,მიუხედავად იმისა რომ გადასარევი დაზღვევა მქონდა.
საკმაოდ კმაყოფილი ვარ მე ამ ვიზიტებით და არავის ვურჩევ რომ დაიკიდოს, კაი რამეა, კაი კლინიკაში.