გაგუაზე დავწერ უახლეს ინფორმაციას, ჩემი ოჯახის წევრმა გააჩინა მანდ, მიწერია კიდეც რომელიღაც თემაში.
საკეისრო გაუკეთა თინამ იდეალურად.
დალშე რა ვთქვა აბა, მთავარი და მნიშვნელოვანია შემდგომი პერიოდი.
როცა პირველ შვილს აჩენ, არანაირი გამოცდილება არ გაქვს.
გასკდება რძე და არ იცი რა გააკეთო, ყველა სხვადასხვა რაღაცას გეუბნება...
მოკლედ ბავშვი მეორე დღეს მიუყვანეს, მანამდე აძლიეს ხელოვნური.
მიუხედავად ამისა, მაინც ჩაიდო ბავშვმა ძუძუ, მაგრამ ბუნებრივია წოვდა ძალიან ცოტას, რამდენიმე გრამს. ამას ძალიან უნდოდა რომ ძუძუ ეჭამა ბავშვს. ჰქონდა ჰიპერლაქტაცია, თავისით ვერ გამოიწველა, ვერც ბავშვმა უშველა, გაუმაგრდა, სადინარები ვერ გაეხსნა, გაუწითლდა, საშინლად ტკიოდა ძუძუს თავები და მთლიანად მკერდი. მართლა ეხვეწებოდა ყველას, მიშველეთ და დამეხმარეთო. პერსონალი ეუბნებოდა, ბავშვი გიშველისო. უკვე ისე იყო, რომ საწველ აპარატსაც ვერ გამოჰქონდა.
ამ დროს შემოდის ვიღაც გაურკვეველი ბებიაქალი დარეჯანი, მე ლაქტაციის სპეციალისტი ვარ და დამიჯერეო. ჯერ დააგლიჯა ძუძუები, ისეთი "მასაჟები" გაუკეთა, მერე საღამოს რომ ნახა რომ უარესი მდგომარეობა იყო, ჯერ ვიღაცის მოტუტყნული მალამო შეტენა ანუ აყიდინა, მუსტელა არ გინდა, არ ვარგაო

მერე, სასწრაფოდ ყინულებიანი კომპრესები უნდა დაიდოო და ამანაც დაუჯერა რა ექნა და დაიდო. რა თქმა უნდა, უარესად გახდა.
მეორე დილით უკვე პალატის ექთანი შემოვიდა და ყინულებიანი არ შეიძლება, პირიქით თბილი წყალი ივლეო. ამასობაში ეს გოგო არის უარესად, ისევ მოვიდა ეს ე.წ. ლაქტაციის სპეციალისტი დარეჯანი და დააგლიჯა და დაასისხლიანა, მთელ სართულს ესმოდა ჩემი კივილიო, არადა ძალიან ამტანია. თან ლოცვებს და მამაო ჩვენოს მიკითხავდაო

მოკლედ უარესად დაუზიანა მკერდი.
ამის მერე შემოდის მამოლოგი და შენ გასაჭრელი გექნება და ჯობია გაიშროო. დაუნიშნა დოსტინექსი.
ამანაც ოღონდ ეს წამება დამთავრდესო, ერთი ტაბლეტი დალია. არადა რძე აქვს უამრავი...
სახლში რომ გამოწერეს, უარესად და უარესად იყო, უკვე აკანკალებდა და დაჩირქების პროცესი მიდიოდა.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, სახლში მოყვანილმა სასწაულმა მასაჟისტმა დალიმ ორ პროცედურაში გაუხსნა ყველა სადინარი ისე, რომ საერთოდ ტკივილი არ უგრძვნია. მაგრამ რახან დალეული ჰქონდა ერთი დოსტინექსი, აღარც ბავშვს აჭამა და ბოლომდე გაიშრო შეშინებულმა. ხო, ასევე ამ მდგომარეობაში როცაა მკერდი, მაშინ დოსტინექსის დანიშვნაც არ შეიძლება თურმე.
და ის ე.წ. ლაქტაციის სპეციალისტი დარეჯანიც ვინაა, კაცმა არ იცის. სანიტარია თუ უბრალოდ მოარული ექიმბაში.
მოკლედ ესაა ჩვენი გამოცდილება და მაინც გაითვალისწინეთ, გაგუაში თუ მოხვდებით
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა