Tsitsi.laჩემი ბიჭიც ეგრეა. მის ლექსიკაში შედის: დედა, მამა, ბაბუ, ბუდა (ბუკას ეძახიან ჩემები ბებიას) ბაბა (ფაფა), მნია მნია (როცა შია), დაჩი, ძი (ერთი), ტატა (გარეთ გასვლა რომ უნდა მიდია ტატას ძახილით კართან).
აი ეს არის მხოლოდ. მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი ესმის იმის გარდა, რაც პამპერსის გადაჩვევის მცდელობასთან რაცაა კავშირში

) ვეუბნები წყალი დალიე, იპოვის ბოთლს და სვამს. მოდი ვჭამოთ და მიდის სკამთან. ჩაბანის დროა და მიდის აბაზანასთან. თამაშის დროსაც ყველაფერს ხვდება, რასაც ვეუბნები, ჩავალაგოთ, ამოვიღოთ, თოჯინა დააძინე, აჭამე და ა. შ.
მოკლედ, მაგარი მუნჯია

ამხელას, უფროსი გოგოს ვიდეობს რომ ვნახულობ, გაოგნებული ვარ,იმდენად დიდი ლექსიკური მარაგი ჰქონდა. წლის და 6 თვისას 2 აიტყვიან წინადადებებს ამბობდა და წლის და 8 თვისამ უთხრა მამამისს, რად გინდა ტელეფონი უყურე ტელევიზორსო

და არანაირი გამოგონილი სიტყვა არ ჰქონია. ამან თვითონ დაარქვა რაღაცეებს სახელი.
მაგრამ არ ვნერვიულობ ამ ჩემს სკვინჩაზე, 2 წლამდე ვაცდი და მერე ავნერვიულდები )))
უბრალოდ მეცოდება, რომ არ ლაპარაკობს და სანამ ჩამჭიდებს ხელს, წამომაყენებს და მიმიყვანს იქამდე, რაც სჭირდება, ნერვიულობს.
* * *
პ.ს. კიდევ რძე იცის და ბუთი

არ დავუკრგო ბავშვს ეს სიტყვები ))))))))