არ ხარ მარტო

მინდა ახლა რასაც დაგიწერ, ბავშვს რომ გააჩენ, მაშინ გამიხსენო რომ გითხარი:
შენნაირ ადამიანებს (ზუსტად ვიცი როგორც გრძნობ თავს), აუცილებლად ბავშვის მერეც გექნება მომენტი რომ აი ჩემი თავი და ჩემი ცხოვრების სტილი არ შემეცვალოს. აუცილებლად გეცვლება შენი ცხოვრების სტილი და 36 წელი ეხლა როგორც ხარ და წარმოიდგინე უცებ ათასჯერ მეტი პასუხისმგებლობა გემატება. ყველაზე რთული ეს პასუხისმგებლობებია, დანარჩენები (ფიზიკური სირთულეები) ყველაფერი დალაგებადია სწორი მენეჯმენტი და ფული გინდა მარტო

მეც მქონდა ეს ფიქრები ბავშვამდე და ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი, როგორც წარმომედგინა. საკმაოდ წარმატებული კარიერის და აწყობილ დალაგებული ცხოვრების მიუხედავად, ყველაზე დიდი სიცოცხლის აზრი მაინც დედობაში და შვილში ვიპოვე

და კი, ეს პასუხისმგებლობები და სირთულეები რეალური და მართალი ყოფილა, მაგრამ ასეთ მუღამში, რაც გამოწვევების და სირთულეების გადალახვის პროცესს მოაქვს, აქამდე არასდროს ვყოფილვარ. მოკლედ, 1 წელში მგონია რომ გამიხსენებ ამ სიტყვებით

:*
* * *
და ყველა ამ თემაში ვინც ხართ დედობის მოლოდინში, ძალიან როცა გაგიჭირდებათ ბავშვთან (და ეს მომენტი აუცილებლად დადგება თქვენს ცხოვრებაში ძალიან მალე), აი მაშინ აუცილებლად გაიხსენეთ ეს დღეები-როგორ ძალიან გინდოდათ შვილი და როგორ ოცნებობდით მასზე.. აი ყველა სირთულის მარტივად გადალახვაში მეხმარება ამაზე ფიქრი ცხოვრებაში.
ცუდ რამეს ვამბობ ეხლა და წინასწარ ბოდიშს ვიხდი სხვებთან, მაგრამ იმ გოგოებს ვისაც ძალიან ძალიან გვინდოდა შვილი, ბევრად მაგრად გვაქვს გააზრებული მშობლობის პასუხისმგებლობა და ჩემი დაკვირვებით ყველაზე მეტად ზუსტად ასეთი გოგოები უუდიდესს და ენით აუღწერელ სიამოვნებას ვიღებთ მერე დედობით. რაღაც მომენტში მიფიქრია კიდეც, ეს სირთულეები რო არ გამეარა დედობის მოლოდინის, ასეთი დედა ვერ ვიქნებოდი ჩემი შვილისთვისთქო, ამიტომ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, თუნდაც იმ რთული დღეებისთვის რაც გამომივლია დედობის მოლოდინში. აი ეხლაც, ზუსტად ვიცი ჩემი მეორე სასწაული მალე გაჩნდება და სამყაროში ყველაზე ყველაზე მეტად გაუმართლებს იმიტომ რომ მისი დედიკო და მამიკოსთვის ყვეეელაზე დიდი საოცრება და ახდენილი ოცნება იქნება, მიუხედავად იმისა რომ მეორე შვილია, არ მაინტერესებს მისი არც სქესი, არც ორიენტაცია, არანაირი არაფერი, მისი ჯანმრთელობის და ბედნიერების გარდა.
კი, ჩვენ ყველა ვინც ეხლა აქ ვართ, ვიქნებით "გიჟი" და გადარეული დედები, ყველაზე ბევრ ენდორფინებს ვინც იღებს დედობისგან.
მადლობა ღმერთს, რომ მამყოფა ამ სირთულეებშიც და for granted არ მომეცა ეს ყველაფერი დეფოლტად, ალბათ მაშინ ვერ გავიაზრებდი და წუწუნა დედა ვიქნებოდი, მე რო ეს ყველაფერი უწვალებლად მიმეღო, ზუსტად ვიცი რომ ამ ბედნიერებას ასე ცხადად ვერ შევიგრძნობდი.
მართლა გულწრფელად მადლობელი ვარ ყველა გავლილი დღის. ყველა სირთულის. ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება ბოლოს და თუ არ იქნება კარგად, ესეიგი ის ბოლო არაა

რამდენი დამიწერია
This post has been edited by narkozeli on 4 Aug 2022, 16:36