BaskurshuquraxalatiMia20ANAANI123მადლობა გოგოებო❤️❤️❤️
ამჯერად მეორე მშობიარობაზე გამიმართლა
აქ გარეთ დაცვა რო დგას ხოლმე კაცი მაგას უკითხავს დარწმუნებული ხართ რო უკვე გააჩინაო

აქ ვმუშაობ ამდენი წელია და ესე მალე გაეჩინოს ბავშვი ვინმეს არ მინახავსო ჰაჰაჰა))))
რო მივედი ჰერაში უკვე 2.5 თითზე ვიყავი. სახლში მტკიოდა მარა ისე არა რო ვერ მომეთმინა.
უცებ ამტკივდა ძაან საღამოს 6სკენ.ყოველ 5 წუთში მივლიდა.დავურეკე ექიმს ესე და ესე თქო და წადი მეც მოვდივარო.
სადღაც 8სკენ მივედი.იქ ყელი გასინჯეს(არ მტკენია) 3 თითამდე ვიყავი უკვე გახსნილი. უცებ 10 წუთში დამეწყო მაგარი ტკივილი ეგრევე გაუტკივარება მოვითხოვე.ამიყვანეს მაღლა და 9ის ნახევარზე გამიკეთეს გაუტკივარება.
საათნახევარში სრულად გახსნილი ვიყავი და 10-15 წუთი გაგრძელდა ჭინთვები.ალბათ სულ 10ჯერ გავიჭინთე და გამოვარდა ეგრევე ეს ბურთი❤️
არაფერი არ გამიგია საერთოდ. არც ნაკერები არც ჩახევა ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
პირველზე რო ჩახევები მქონდა ჩაჩავაში რო გამკერეს ცუდად იყო ნაწიბური და ეგ გაგისწორეო თამარმა.
კაი ხანი ვიყავი გაბუჟებული მთელი ღამე არაფერი მიგრძვნია.დღეს ცოტა ციკლის ტკივილივით მაქ სიარულის დროს ისე არაფერი.
ჰერაზე რაც შემიძლია ვთქვა მშობიარობის პროცესში 3 ქალი მედგა თავზე პლიუს თამარი.სულ იქ იჯდა ჩემთან.
ღამის განმავლობაშიც ხშირად შემოდიოდნენ
ბავშვი გაყვანილი ყავდათ 4ზე შემომიყვანეს ვაჭამე და გაიყვანეს.
პალატები გადაჭედილი იყო და სამიანში მომიწია შესვლა მარა მაგრად მეკიდა ისედაც 2იანში ვაპირებდი და დიდი განსხვავება არაა.მესამე ლოგინი ცარიელია გუშინ მოყვანილ გოგოს ჯერ არ უმშონიარია ბლოკშია.
კვება ჯერ არვიცი დილით მოიტანეს 09:30ზე ფაფა,ხაჭო,სუხარი,ჩაი.
შემდეგი კვებაა 13:00
მერე 16:00
და ბოლო მგონი 19:00
ოთხჯერადია.ვისაც გაინტერესებთ კვების თემა მკითხეთ მერე და გეტყვით
რავი რაც გაინტერესებთ:*
This post has been edited by gogatakoo on 26 Sep 2022, 11:14