lesila90ორსულობის ტესტი გეცადა

ჩემი მეგობრის ამბავს მოგიყვებით, პრობლემა ჰქონდა ენდომეტრიუმის და მილების, ლაპარო, ჰისტერო გაკეთებული ჰქონდა და უთხრეს, 2%-ია შენი მილების გამტარიანობაო. ამის მერე გადაწყვიტა ინ ვიტრო ამ გოგომ, აქ გაიკეთა სტიმულაცია და ასპირაცია უკრაინაში. 12 ემბრიონი ჰყავდა.სხვათაშორის, ჰიპერსტიმულაცია დაემართა, დასივდა, ძალიან ცუდად იყო.ზედმეტი მოუვიდათ. მოკლედ, ორჯერ გადაიტანა,მაგრამ არ დადგა ორსულობა. ექიმის დანიშნულებით ღებულობდა კონტრაცეპტივებს,
მესამე გადატანისთვის ემზადებოდა უკრაინაში წასასვლელად, შეწყვიტა ერთხელაც, მომბეზრდა ყველაფერიო, და ამის მერე 7 კვირის ორსულობა გაიგო მოულოდნელად.ბავშვის გაჩენიდან 5 თვეში ისევ ორსულად დარჩა და ჰყავს ახლა 2 ბუნებრივად გაჩენილი ბიჭი

როგორც თვითონ ვარაუდობს, ალბათ სტიმულაციებმა იმოქმედა შემდეგ თვეებში და მილების შემოწმებამაცო, რაღაც დაბრკოლებები ალბათ მოეხსნა მაგ სითხის
გატარების მერე მილებს და ასე დარჩა ორსულად

ლესილა, არ გამორიცხო, რომ ბუნებრივად მოხდეს ყველაფერი, ამიტომ შენს ადგილზე რამდენიმე ტესტს მოვიმარაგებდი :*
This post has been edited by analiza on 28 Oct 2022, 19:15