lesila90მე  ასე ვიტყოდი,  გილოცავ  2  ემბრიონს 

  ძალიან  მალე   გადაისკუპებ  და  ყველა  ეს  ნერვიულობა  ბედნიერებით  შეგეცვლება. მესმის  კარგად  შენი,  რაც  მოლოდინი  გქონდა,  უცებ  რომ ჩამოგენგრევა,მაგრამ  მთავარია  2  გყავს  და  ერთად  თუ  ცალ-ცალკე  ორივე  გაგაბედნიერებს. ახლა  სიმშვიდე, პროლაქტინის  კონტროლი, გადართვა  ამ  ამბებიდან  და  წვეულებებით  დატკობის  დროა 
    ისე,  ანონიმურად   ვნახე  ჯგუფში  პოსტი  და  ეგრევე  გულში  გამკრა, ლესილა  ხომ  არ  წერს ამასთქო,  სანამ  აქ  დაპოსტავდი, თან  კომენტარებშიც  თურქეთი იყო  ნახსენები  და     დავრწმუნდი ახლა, რომ შენ იყავი.  ყველაფერი  ძალიან  კარგადაა  ,გყავს  2   ემბრიონი,  აი,გოგოებმაც  გითხრეს  და მეც  ეგ  გამეფიქრა  ამ ორ თვიანი  დასვენების  დროს, ბუნებრივად  არ  დაასწროს  შენმა  ორგანიზმმა  ,უკვე  მოშვებულიც  ხარ, ინ ვიტროს  იკეთებ, გადართული  ხარ  ამ პროცესზე, და  ამ დროს  სტიმულაციის შედეგიც  გრძელდება  შენს  საკვერცხეებში. ჩემმა  მეგობარმა  ასე  გაყინა  3  ემბრიონი, უკრაინაში  ჰქონდა  გაკეთებული , ექიმმა  იქ  გაუშვა, ჩამოვიდა, დატოვა  გაყინულები, ისევ  უნდა  ჩასულიყო  და  დარჩა  მოულოდნელად  ორსულად, გააჩინა  ბიჭი,  მეორე  წელს  ისევ  დაორსულდა, გაუჩნდა  მეორეც  ბიჭი  და  უნდოდა  უკვე  იმ  ემბრიონების   გადატანა, რომ  ისე  არ  დაეტოვებინა,მაგრამ  ახლა  კი იცით  რაც  ხდება  და  როგორ იქნება  ემბრიონების  ამბავი, ეგეც  გაურკვეველია. მოკლედ,  იმის  თქმა  მინდა,რომ  ოვულაციის  დღეების  გამოთვლების ,  შეკვეთილი  სექსების    და ,, ბავშვის  გულობიზას" გარეშე  მიჰყევით  თქვენს  საქმეს  და    იქნებ  გადატანამდეც  ჩემი  მეგობრის  მსგავსად  ბუნებრივად  მოხდეს  ყველაფერი  გამოცოცხლებული  საკვერცხეების  ფონზე  :* 
This post has been edited by analiza on 28 Sep 2022, 00:38