#59805140 · 11 Nov 2022, 20:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Anii23 რაღაც ისე დაემთხვა რომ ამ თვეში ყველას შესვენება გვაქვს, მე ანალიზები არ ქონდა კარგი და ამიტომ დიდად ამ თვეში არაფერი აღარ დამიგეგმავს ანალიზების გარდა. გავაგრძელე კვლევები, გავიკეთე პაპი, კოლპოსკოპია და ნაცხი, ცოტა სოკო, ცოტა ბაქტერიები, მაგრამ მკურნალობა მაინც საჭიროა, რომ მერე ხელი არ შემიშალოს. შენც კარგს იზავ თუ რაც დაწერე გამოიკვლევ, მილები გამოკვლეული გაქვს? * * * narkozeli
QUOTE | გოგოებო მილების გამოკვლევა აუცილებელია? ქეთიც ორჭოფობდა თითქოს)) წესით არ მინდაო მარა დანიშნულებაში მაინც დამიწერა.
ტკივილის მეშინია |
მე მგონია რომ მილები აუცილებლად უნდა გამოიკვლიო, რა იცი იქნებ მილების ბრალიც იყო წინა ციკლში რომ არ დადგა ორსულობა, თუ არ იყო მილების ბრალი ესეც გეცოდინება. მე გავიკეთე წინა თვეში ინოვაში დათოშვილთან, საერთოდ არ იყო მტკივნეული, ისე წამიერად ციკლის დროს რომ იცის ეგეთი შეგრძნებაა. გამაყუჩებელ ნემსსაც ყველას უკეთებენ. * * * lika_law
QUOTE | საპროფილაქტიკოდ წელიწადში ერთხელ ყველაფერს ვიკვლევ ხოლმე და 15-16 მმ-იანი მქონდა ორი, ციკლიდან მე-8 დღეს ვიყავი... შესაძლოა რომ ჩაითვალოს ნეტავ დომინანტად? |
ძალიან კარგი ზომაა მე-8 დღისთვის, ეს იმას ნიშნავს რომ 12-13 დღეს იქნებოდა 20-22, საერთოდ 20 ძალიან კარგი ზომაა ოვულაციისთვის. მე გირჩევ ტესტები გაიკეთო და რომ ნახავ რომ გამუქდა ერთი ფოლიკულური მონიტორინგიც გაიკეთო იმავე დღეს. მონიტორინგი ძალიან კარგია, გეცოდინება რა ზომისაა და სავარაუდო ოვულაციაც გეცოდინება. თან იაფიცაა შედარებით. მე ტესტებს როცა ვიკეთებ ორივე ხაზი ერთნაირად მუქი არასდროსაა, მაგრამ ოვულაცია მაინც მიდასტურდება ექოზე. ჩემს ბოლო ტესტს დავდებ რომლის მერე 24 საათში ექოზე დამიდასტურდა ოვულაცია. * * * ნიაკო12QUOTE | გოგოებო თუ აღარაფერი შეიცვალა 17ში დამენიშნა გადატანა 3 საათზე. |
წარმატებები ჩემო კარგო * * * kekunaQUOTE | პროფერტილს სად ვიყიდი რომელ აფთიაქს აქვს? და ორსულობის დაგეგმვის პერიოდში ხომ შემიძლია დავლიო? |
პროფერტილი კარგია, მაგრამ ძალიან ძვირია, მე 1 თვე ვსვი და მერე ექიმმა ფერტილიტი მირჩია. ფერტილიტის ყიდვას თუ გადაწყვეტ ყველაზე იაფი ფარმ სახლშია ფასდაკლების დღეებში 58 ლარი ღირს, ამ ოთხშაბათს ვიყიდე. სხვა აფთიაქებში ვყიდულობდი და 15-20 ლარით ძვირს ვიხდიდი. კარგია რომ დროს არ კარგავ და ვიტამინებს დალევ, ისე ქოენზიმ ქ 10-საც თუ იყიდი და მიიღებ ეგეც წაგადგება. პროფერტილი შეიცავს ქოენზიმ ქ 10-ს მაგრამ პატარა დოზას.
This post has been edited by LILU0404 on 11 Nov 2022, 22:23
--------------------
Love is vertical and revolving :)
|