adelinetako/barbimarieta_mariamiდიდი მადლობა, გოგოებო.

არ არის აუცილებელი პუნქტი, ანუ აღრიცხვაზე დადგომა და ორსულობის მართვა სხვა ექიმთანაც მისაღებია და შემდეგ მშობიარობა სხვასთან, მთავარია ექიმი, რომელიც ორსულობას წაიყვანს იყოს კომპეტენტური სანდო და კლინიკაშიც მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული სიტუაცია ვიზიტების და ჩაწერის კუთხით. მესმის რომ იდეალური სიტუაცია არსად იქნება, ყველგან არის პლუს-მინუსები.
ლია ფანჩულიძეზე ხომ არ გსმენიათ რამე? ჩაჩავას კლინიკაში მუშაობს მგონი.
და ასევე ინოვას კლინიკაზე ხომ არ გსმენიათ რამე? იქნებ მანდ გეგულებოდეთ კარგი ექიმი?
პოსტებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ყველა კლინიკაში ვერ დადგები აღრიცხვაზე და სად შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია, რომელ კლინიკებში არის შესაძლებელი აღრიცხვაზე დადგომა?
This post has been edited by ~Annabelle°Haunting~ on 19 Feb 2023, 01:42