მოვედი ლეპტოპთან, სანამ წაგიკითხავთ ერთი ვრცელი პოსტი უნდა დავწერო.
ზუსტად გუშინ ვლაპარაკობდით აქ თუ წეროებში კლინიკაზე სადაც აღრიცხვაზე უნდა დადგე.
ახლა მოვყვები დღეს რა გადამხდა. უფასო ვიზიტი ზეგ 31ში მიწევდა, თუმცა რადგან ყელი მაწუხებს უკვე მე3 დღეა და მანამდე სურდოს მსგავსი რამ მქონდა, სიცხეც შიგადაშიგ, მიუხედავად იმისა რომ ფიქრიას ტელეფონით ვეკონტაქტებოდი, გადავწყვიტე 2 დღით ადრე მისვლა ანუ დღეს (კიდევ კარგი!)
დავრწმუნდი რომ ყურადღება არასოდეს არის ზედმეტი.
მივედი 9ისთვის, კახასთან ძალიან მალევე მომიწია რიგმა და ეხოდან 2 წუთში გამომიშვა, გადასარევადაა ყველაფერიო. ამის მერე დაიწყო რაც დაიწყო!
ველოდე ფიქრიას, ჯერ საბუთების შევსება ასისტენტთან მერე აბა წადი ეხლა და პირველი ვიზიტის ანალიზები ჩააბარეო, შევედი ლაბორატორიაში ავიღე სისხლი რაც შედის პირველ ვიზიტში ყველაფერზე + კოაგულოგრამა. მერე, შარდის კონტეინერი ვიყიდე იქვე ჩაჩავას აფთიაქში და ჩავაბარე შარდიც.
ამასობაში ფიქრიასთან მოვიდა ჩემი რიგი, 1 საათზე მეტხანს ვყავდი შეყვანილი, ფეხის ფრჩხილიანად ჩამეძია ყველაფერში, უუუამრავი რჩევა, ისეთ დეტალებზე როგორიცაა ადგომა დაწოლა,ჭამა და ათასი დეტალი, მსგავსი რჩევები ხათუნას არ მოუცია ნამდვილად.ყველაფერი გადამაგზავნინა რაც კი მქონია ჩაბარებული, ოსიძესთან დავდიოდითქო რო ვუთხარი უფ აბა კი გექნება ყველა ანალიზი გემრიელად გაკეთებულიო

აბა დამიფორვარდე ყველაფერიო და იქვე ჩავუგდე და გახსნა. ყველაფერი დეტალურად წაიკითხა. თრომბოფილიაზე თავისი აზრი მითხრა.
კარდიომაგნილიდან კარდიოასპირინზე გადაგიყვან ცოტა ხანშიო და ის იქნება შენი მეგობარი მთელი 9 თვეო))
რაც შეეხება ნემსებს, 0.4იანი ენოქსაპარინა წონით გადაამოწმა სადღაც ფურცლებში და კარგი დოზაა შენს წონაზეო. 12 კვირაზე შეძენილზე გამიკეთე ანალიზიო (ანტიფოსფოლიპიდური) და თუ მშვიდობა იქნება მანდაც და კოაგულოგრამაშიც, მერე ვიფიქრებ მოხსნაზეო.
ფერიტინი გადამიკონტროლე შემდეგ მოსვლაზე რო თუ საჭიროა რკინაც დავნიშნოო მარა ანალიზამდე 1 კვირით ადრე ელევიტი შეწყვიტეო.
დავი დამიტოვა, ომესამი დ3-იც დამიტოვა, ორივე საჭიროაო. პროგების მოხსნაზე ზედმეტია ლაპარაკი, ჯერ არაო, გააგრძელე როგორც სვამ და იკეთებ, შეიძლება არც 12 კვირაზე არ მოვხსნაო.
ასევე დამინიშნა ელასტიური გეტრები, კარგი იქნება იყიდო და ჩაიცვა ხოლმეო. მილიონი რჩევა მომცა კიდე, ეხლა აქ ვერ ჩამოვწერ ყველაფერს მარა აი გულიანად რომ მოგიდგება ადამიანი ეგ შეგრძნება მქონდა.
ეხლა მთავარი, მოდი სისხლს დაელოდე და კოაგულოგრამასო და მანამდე ნატო ჯაყელთან შედიო (გვერდზე ოთახშია ნატო, თერაპევტი, პირველ ორსულობაშიც თირკმელზე ეგ მკურნალობდა, უსაყვარლესი ადამიანია) შევედი ნატოსთან სადღაც 1 საათი ნატოსთან ვიყავი, ცალკე ნატოს რჩევები, გამსინჯა და ყელი წითელია მარა ჩირქს ვერ ვხედავ და ანალიზს დაველოდებიო, დარეკა დაუჩქარეთ ამ გოგოს ანალიზები ცოდია დილიდან აქააო, 5 წუთში ატვირთეს და გახსნა ნატომ თავისი კომპიდან და 118 ცე რეაქტიულიო თვალები შუბლზე ამივიდა
18 ლეიკოციტი
არიქა სასწრაფოდ ყელ ყურის სპეციალისტი მინდა, სადღაც ჩირქია რამე არ გამომეპაროსო. იქვე 3 კაბინეტის იქით, კახა ტატიშვილის ოთახის გვერდზე იყო ყელ ყურ ცხვირის სპეციალისტის ნოდარ ბაკურაძის კაბინეტი, ნოდარმა იმ რაღაც აპარატით ჩამხედა, ეკრანზე რო აშუქებს და უზარმაზარი ჩირქის პარკები დავინახეთ ნუშურების უკან და ტონზილებს დაბლა. ჩემი თვალით ვნახე.
აბა სასწრაფოდ ანტიბიოტიკიო. ზინატი დამინიშნეს. ნატოც შემომყვა ყელ ყურთან და ფიქრიაც, მთელი ამალა დამადგა თავზე

პატარა კონსილიუმივით ქონდათ, ცოტა იკამათეს ანტიბიოტიკებზე ნატოს და ფიქრიას უფრო სუსტი უნდოდათ და ნოდარმა თავი გაიგიჟა გამორიცხულია არ დავნიშნავ ამოქსიკლავს ან აუგმენტინს მე აქო, 4-5 დღეში მაინც ზინატზე იქნება გადასაყვანი და დროს დამაკარგინებთო. საბოლოოდ დავუჯერეთ ნოდარს.
უნდა დავლიო ეხლა პირველი აბი.
ეხლა საბოლოო შეფასება. ამიტომ არის კარგი კარგ კლინიკაში მისვლა, ყველაფერი იქვე როა, ყველა ახლოს, ნატო არის ორსულთა სასწაული თერაპევტი, სხვა კლინიკებიდანაც ნატოსთან აგზავნიან ორსულებს არაორსულური პრობლემებით ვინცაა. ასევე გამიმართლა რომ ყელ ყურ ცხვირის კაბინეტიც იქაა და ის უზარმაზარი აპარატიც, თვალით არ ჩანდა არაფერი ჩემთან ფაქტია.
ფიქრია სუპერ! აღფრთოვანებული ვარ.
მოკლედ ასე,
იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
პ.ს.
თრომბოფილიაზე დამავიწყდა მეთქვა გოგოებო, მშობიარობაზე ვკითხე და ზუსტად წინა კვირას იყო სამინისტროში ამაზე შეხვედრები და იქითა კვირაშიც არის დაგეგმილიო. მიდის საუბარი იმაზე რომ მტჰფრ-ები და პაი ჰეტეროები აღარ ჩაითვალოს ოფიციალურად თრომბოფილიად და მე3 დონედ, ნახევარ საქართველოს აქვს და მაგის გამო მესამეში რო არ ირბინოს ხალხმაო, გართულების რისკი მშობიარობის დროს მაგ მუტაციებით 0-ის ტოლიაო.
ლეიდენებს მიიღებენ მხოლოდ მესამე დონეებიო.
შენ დროს უკვე ბრძანებაც იქნება და ყველაფერიო, ასე რომ არ იდარდო, მოგისწრებს წესით ეგ განკარგულება მშობიარობამდეო.
ფიბრინოგენის კონცენტრაცია მქონდა 670 (200-400ია ნორმა) და მანდ იეჭვა ბაქტერია ხო არააო და მაგ დროს მთხოვა მოდი თერაპევტიც ჩავრთოთო, თურმე ბაქტერიული ანთების დროს იმატებს ფიბრინოგენი, მე უცებ მეგონა გამათხელებლის დოზას გამიზრდიდა მარა რაც იეჭვა ის დადასტურდა.
* * *
აუუ და კიდე, შუალედში მომშივდა და იქვე ჩაჩავას კაფეშივე შევედი და უცებ ჩემი ბებიაქალი შემხვდა, ვინც მამშობიარა პირველ შვილზე, რო ჩავეხუტე და გადავეფსკვენი სულ სიყვარულები ვუხსენი, მოკვდა სიცილით

არ ვახსოვდი რათქმა უნდა, ვუთხარი რომ მიყვარსს იმ წუთების გამო როცა გვერდში მედგა და მამხნევებდა, მკოცნიდა და მეფერებოდა დედასავით! ხალხი გვიყურებდა ალბათ ფიქრობდნენ ჩემზე გიჟიაო
* * *
საბისაბი85პარაცეტამოლი ამ ნოდარმა ლანძღა ეგ არის მკვდარზე ვენოკიო

იბუპროფენის ჯგუფი ჯობია რა თქმა უნდაო
ანტიბიოტიკი ვაჩეზეც ორჯერ დამჭირა 18 და 26 კვირებზე ((
analizaმადლობაა <3 არა გოგო მე10 კვირაში ვარ ჯერ ადრეა სქესი მარა მეჩვენება რომ ვაჩეს საერთოდ არ გავს.. ამ ვადაზე სულ სხვანაირი იყო
gogatakooგილოცავ კარგ ეხოს!!

მე მგონია რომ გოგოა შენი ციცქნა <3
Tuaხო ჩემთან ჯერ ძაან ადრეა კიდე 1 თვე მაინც უნდა დაზუსტებით რო ვთქვათ სქესი
This post has been edited by narkozeli on 29 Mar 2023, 18:01