narkozeliმე ვარ აგერ გოგო რომელსაც ბიჭი უნდოდა
ზოგადად ბავშვებიც და დიდებიც ბიჭები უფრო მევასება ბავშვობიდან და ბიჭებს უფრო ვუგებ.
ჩემთვის მამრობითი სქესია საინტერესო არვიცი შინაგანად ესე ვარ და ვიყავი სულ.
მეორეც ბიჭი რო მეყოლა ერთი წუთი არ დამწყვეტია გული,პირიქით გამიხარდა მაგრად რო ლუკიანეს გვერდით ძმა ეყოლება თქო მაგ ფიქრებში წავედი.ბიჭისთვის ძმა მაინც სხვაა სხვანაირად უდგას გვერდში.
ეხლა გოგო მომინდა რატომღაც,ალბათ უფრო იმიტო რო ინტერესი მაქ გოგოსიც რა შეგრძნებაა მინდა რო გამოვცადო.თორე სიყვარულით როგორ შეიძლება განასხვავო ან იტირო და დაიგრუზო ბიჭი მინდოდაო ან გოგოო.
არ მესმის ეს ზედმეტად გადავარდნილობა და დრამები არცერთ საკითხში

პ.ს ვისაც ბიჭი არ გყავთ გოგოებო ან გგონიათ რო გოგო უფრო თბილია,მოსიყვარულე ან რამით მეტია ბიჭზე დამიჯერეთ არაა ეგრე.
მიუხედავად იმისა და ოფიციალური გიჟი მყავს სახლში აი ისეთი საყვარელია და ისეთი თბილი შინაგანად ვერ აგიღწერთ.
დედიკო რა ლამაზი ხარო რო გეტყვით და ჩაგეხუტებათ და თმაზე მოგეფერებათ დიდი კაცურად აი რაღაცნაირი შეგრძნებაა საოცარი❤️