მე გეტყვი.ეხლა მანდ ვარ. და უფლის წყალობით მალე გადავისკუპებ ჩემს პაწუკებს. ტრაპიზინში მედიკალ პარკ კარადენიზში ჰასანთან დავდივარ. მეორე ექიმიც არის უფუკი მაგრამ
ჰასანთან ვამჯობინე.
ესეიგი რა მომწონს რა არა ყველაფერს გეტყვი. იმ
კატეგორიას არ ვეკუთვი ექიმს რომ აღმერთებენ და ვსო იმის იქეთ მორჩა ყველაფერი
ყავთ ოთხი თარჯიმანი. მე სამთან მქონდა შეხება ამათგან საუკეთესო არის ზაური- მანდ მუშაობს პარალელურად ენაც იცის ძალიან კარგად და ნუ გაეგება სამედიცინო სფერო( ფოლიკულებზე კვერცხებს კი იძახდა და კვერცხი რომ გასკდებაო და ვაიმე ზაური ღმერთმა დამიფაროს თქო )) მეორე ნინო. ნინოც კარგი გოგოა ძალიან. ვენერა ახალია და ცოტა დაბნეული. ორჯერ ისეთი რაღაცა შეეშაალა კიდევ კარგი მერე ექთანთან შედიხარ და ის გიწერს დაღეჭილად ყველაფერს.ნუ ჩემს შემთხვევაში მეუღლემ შეუსწორა (თურქული ენა იცის).. ასი თვალი და ასი ყური უნდა გქონდეს რა . ხო რაზე გავჩერდი ზაური კი კარგია მაგრამ
კუდში უნდა ზდიოო რასაც ჰქვია. ესენი მორიგეობით არიან თარჯიმნათ გინეკოლოგიურ განყოფილებაში. ექიმთან თარჯიმნის გარეშე არ შედიხარ. 10 ზე დაგიბარა ზუსტად შედიხარ აი +- 5/10 წთ. რომ შეხვალ ვსო იქ სხვა აღარ შედის სანამ არ გამოხვალ. კარსაც კი ვერ გააღებენ როდესაც ექიმთან პაციენტია. ეს ძალიან მომწონს. პირველად რაც კი ანალიზები გაქვს ან რაიმე
პროცედურა გაკეთებული ყველაფერი მიგაქვს ნახულობს დისკის ჩანაწერსაც კი. მოუყვები შენს გავლილ გზას შენს ისტორიას და მერე ეხოს თვითონ ექიმი გიღებს. ეხოს მერე რა ანალიზიც დააინტერესებს იმას აგაღებინებს თავიდან და ანალიზის პასუხები მზად რომ
იქნება ( 2-3 საათში) ადიხარ ისევ ექიმთან. გეუბნება რა სიტუაცია გაქვს რა ჯობიაა, როგორ ჯობია მოვიქცეთ. ამის შემდეგ შედიხარ ასისტენთან (მას უგზავნის ექიმი რა როგორ უნდა ქნა) და დანიშნულებას ის გაძლევს. ის გიხსნის რა როგიორ უნდა დალიო და ასე შემდეგ.
მე ჩვენთან 9-10-11 ფოლიკულს მეუბნებოდნენ თითო საკვერცხეში და იქ რომ ჩავედი 3-4 მითხრა პატრებს არ ვითვლით ეს უფუნქციოაოო ანუ სტიმულაციის დროს კი გაიზრდება მაგრამ
ხშირ შემთხვევაში არ ნაყოფიერდებაო. დავიწყე მომზადება 8 ფოლიკული ამოვიღეთ აქედან 6 იყო მწიფე და 5 დღემდე 2 მივიდა. პროცენტულად 6 დან 2 ემბრიონს ვიღებთო 10 დან 3 ესეა ხშირ შემთხვევაში ნუ თუ რამე ისე არ მოხდაო. გასვენებს 2 ციკლს ან მეტს ან ნაკლებს გააჩნია მდგომარეობას და გიბარებს გადატანისთვის.
რა არ მომწონს: მე ცოტა ქაოსიაა თარჯიმანზე რომ ხარ დამოკიდებული. ანუ შეიძლება შენ ასისტენთან გიწევს შესვლა და აგერს თარჯიმანი პაციენტს ექიმთან შეყვება და შენ უნდა ელოდო.ექიმთან საათობით არ ხარ რა და ლოდინიც დიდი ხანი არ გიწევს.
ასევე არ მომწონს ანალიზის ვინც მიღებს იმენა მაწვალებს ძაან : ( ნუ მაგაზე მთელი დრამა მაქ
ექიმი ძალიან ძალიან სასიამოვნო და საყვარელიაა პირველივე ვიზიტზე მიხვდები რაღაცნაირი დობრი როჟაა.
აი ყველა გიღიმის გიცინის ცდილობენ დაგეხმარონ. დაბღვერილი არ არიან.
შედეგს რაც შეეხებაა ეხლა ჩემმა მეგობარმა
გადაიტანა ორი ემბრიონი ემბრიოლოგმა
უთხრა 90% დადებითი შედეგი გექნებაო და 7 დღეს აუნთო ბრდღვიალა ხაზმა. ❤️❤️ნუ ესეც ინდივიდუალურია ალბათ.
ტყუილად იმედს არ მოგცემს რა თუ ბუნებრივად არის შანსი და დრო გაქ ანტიმიულერის მიხედვით გააკეთებთ დასკვნას არ გაგიწელავს პირდაპირ გეტყვის ეს ასე ვქნათ იმიტომ
რომ ესე ჯობიაა.
ექიმს რა დროსაც არ უნდა მივწერო დავურეკო
მპასუხობს. ციკლი 23-45 მომივიდა დავურეკე და მეორე დღიდან დაიწყო ათვლაა და მითხრა როდის მივსულიყავი.სმს რასაც ეკითხები მოკლე კონკრეტულ პასუხს გცემს.
რავი კიდე რამე თუ გაინტერესებს
მკითხე

❤️
* * *
ქეთის ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი დადებითი შედეგი აქვს უბრალოდ ეგ პრობლემაა რა კომუნიკაციის მხრივ ცოტა რთულია იმიტომ
რომ ბევრი პაციენტი ჰყავს. დაელაპარაკე მიზეზი რა გითხრა უშედეგო ინვიტროსი ? ძაკიან ძნელია მეც ძალიან ვნერვიულობ
This post has been edited by lesila90 on 12 Nov 2022, 22:18