გოგოებო ეხლა მოვახერხე წესიერად შემოხედვა და დაპოსტვა.დიდი სტრესის გამო ძაან მოულოდნელად გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ აბუ დაბიში გაფრენა როგორც კი თოვლი დაიწყო თბილისში, გავექეცით და წავედით ლამაზ მზიან პლიაჟზე დასასვენებლად.
თან ძალიან მჭირდებოდა. თუ გახსოვთ ბოლოს ქეთიმ ზედიზედ ლამის ყოველ დღე მიბარებდა ეხოზე და თვითონ მიკეთებდა, ბოლო დღეს რაღაც არ მომწონსო, თამართან ჩავიდეთო. მოკლედ გონალით სტიმულაციამ იმაზე ცუდი შედეგები მოგვცა ვიდრე ველოდით, ქეთიც იმედგაცრუებული იყო და მე ხო ვბღაოდი, არავინ და არაფერი მინდოდა, ფოიეში ყველა მე მიყურებდა მგონი

მაგ დღეს არც აქ შემოვსულვარ, არც ფბ-ზე და არსად. სამსახურში არ წავედი, ლექციებიც გადავდე და ვტიროდი საწოლში სახლში.
მოკლედ იმდენად ცოტა ფოლიკული იყო, ქეთიმ აქედან ასპირაციისთვის 1 თუ გამომაგდება ეგეც არ ვიცი ზუსტადო, არც ზომები მოწონდა, მოკლედ ცდილობდა დაეზოგა ჩემი ფინანსები. ჩემმა მეუღლემ მოდი მაინც ვცადოთო მარა მე ვიუარე და აღარ წავედი ასპირაციაზე, იმ ღამესვე ვიყიდეთ ბილეთები და წავედით, მოვწყდი ამ სამყაროს ყველანაირად.
ბავშვიც მყავდა და ისე ისიამოვნა და ისეთი ბედნიერი იყო, ამან ცოტა გამინელა ტკივილი.
ყველაფერი წყლში ჩაიყარა და გული თითქოს წინასწარ მიგრძნობდა ამას.
ქეთის რჩევაა 3-4 ოვულაცია დავთრგუნოთ და ამის მერე ვცადოთ ისევ სტიმულაცია და ასპირაციისთვის მზადება.
ყველა ანალიზი რაც გამაკეთებინა იყო იდეალური. თვითონაც უკვირდა ეხოზე რაც ხდებოდა. არც ისეთი ანტიმიულერი გაქვს რომ საასპირაციო ფოლიკულები ასეთი ძლიერი სტიმულაციის მერე არ ყოფილიყოო.
მამხნევებდა და განიცდიდა ჩემთან ერთად.
მოკლედ 3-4 თვე ვისვენებ და მერე შემოგიერთდებით პირდაპირ ინ ვიტროთი ისევ.
ისე კი რაც იქ ვარ, არც სექსები მომიკლია, არც ჭამა სმა დალევა და მართლა დასვენებული დავბრუნდი ყველანაირად. ძალიან მიშველა ამ მოგზაურობამ. ნამდვილად მჭირდება დასვენება.
ჩემი ბოლო შეწყვეტილი ორსულობიდან 1 წელი გადის და სულ მაგაზე მეფიქრებოდა წინა დღეებში, ფოიეში რომ ვიჯექი წარმოვიდგენდი რომ ეხლა აქ კი არა პედიატრთან უნდა ვყოფილიყავი ჩემს პატარასთან ერთადთქო
ნელნელა ვატყობ რომ უკეთ ვხდები.
This post has been edited by narkozeli on 19 Jan 2023, 08:27