გამარჯობა.
ჩემთვის იმედი იყო-ხოლმე აქ ვინმეს კარგი ამბის გაგება, ხოდა მეც ჩემი ამბით მოვალ. იქნებ რომელიმე გაგამხნეოთ ამით.
მეცამეტე წელია.
რა იყო ინ ვიტროებამდე გახსენებადაც არ ღირს. იოლი იყო თურმე ცხოვრება...
პირველი პროტოკოლიდან აღებული კვერცხუჯრედებიდან 2-3 განაყოფიერდა, მე2 მე3 ხარისხები.
მეორე პროტოკოლიდან 5 განაყოფიერდა. 2 იყო კარგი ხარისხის.
შუალედში ჰისტეროსკოპია დამჭირდა პოლიპების გამო.
გადატანა დავგეგმეთ. ჩემი ემბრიონებიდან მხოლოდ 2-მა ივარგა და გადავიტანეთ ის ორი...
მიემაგრა ორივე, მაგრამ რაც მაგ ორივე ემბრიონზე ვიწვალეთ... 8 კვირამდე გავწელეთ გულისცემის დაფიქსირების მცდელობები... ფსიქოლოგიას რა ზიანი მიადგა ვერც ავხსნი...
უშედეგოდ... აბორტი...
შემდგომი კონსულტაციებიდან მეუღლემ გადაწყვიტა დონორი სპერმატოზოიდი გამოგვეყენებინა მორიგ პროტოკოლზე. ასეც მოვიქეცით. თანაც რჩევა გავითვალისწინეთ და ე.წ.100%იანი დონორი გამოვიყენეთ... მეცინება ახლაც...
ინსემინაცია გავიფიქრეთ, თუმცა მილებზე ასეთი სურათი დაგვხვდა - ერთი მილი გაუმტარი, მეორე მცირედ გამტარი, ფაქტობრივად გაუმტარია მეორეცო........
ისევ ინ ვიტრო...
შედეგი 0... ერთიც არ გამოვიდა.... ფანჯრიდან გადახტომაც კი დავაპირე პასუხი რომ გავიგე....
გადავრჩი... მეყო ძალა... მაგრამ ინ ვიტროზე აღარც ვფიქრობდით. უბრალოდ დავიკიდეთ. მორჩა... მენტალური პრობლემების კასკადი იყო მოსაგერიებელი...
გავიდა დრო და გადამიცდა, მკერდი გამიმაგრდა, გულისრევა... ტესტი გავიკეთე და ორსულად ვარ.... ესეც 8 კვირამდე ვაწვალეთ და.... ისევ მედიკამენტოზური....
კიდევ გავიდა პერიოდი და... ისევ დადებითი.... ამჯერად 6 კვირაზე მეტი ვერ გაძლო.....
ყველა ორსულობა 6-8 კვირამდე გრზელდებოდა. ბოლო 3 წელიწადში 4 შეწყვეტილი... მანამდე რამდენი იყო ვინ მოთვლის...
ექიმი შევცვალე და კონსულტაცია გავიარე. დავგეგმეთ რითი დაგვეწყო მიზეზის გარკვევა...
ვერ მოვასწარით ვერაფერი ისე დადგა მორიგი ორსულობა. ტესტზე ორი ხაზის ისე შეგვეშინდა ვერც აღვწერ. ეგრევე ჩავრთეთ ჰემატოლოგი საქმეში... დავიწყე კლექსანის კეთება....
დღეს 18 კვირის ვარ...
ვერ ვიჯერებ რომ აქამდე მოვედი...
ყოველი ექოს წინ ახლაც მენერვიულება.
ჯერ კიდევ მგონია რომ გამოვიღვიძებ და მორჩება ყველაფერი
ალბათ, საჭირო იყო ამ გზის გავლა... ამდენი ტკივილის ატანა...
ამ თემის წევრებს ყველას მინდა გისურვოთ მალე გამოგეცადოთ ეს სანატრელი ბედნიერება...