adelineზოგადად ექიმის რჩევისა არ იყოს, ნივთის რჩევაც ძნელია ხო იცი)) უბრალოდ ბეიბიზენზე თავს იმიტომ ვდებ რომ ვისაც აქვს ყველა ზეკმაყოფილია, მარტო მე არ ვარ

ერთ კაცს ვერ ნახავ ვისაც ეგ ეტლი აქვს და არ ლოცავს მაგის მომგონ გამკეთებელს
ამიტომ გირჩიეთ თამამად ორივეს❤️ აქტიური ცხოვრების რიტმით ვინც ცხოვრობს, იმათთვის მისწრებაა. ჯერ მარტო საბარგულში რო ადგილს არ იკავებს ისიც დიდი პლიუსია. მერე ლამის თვეში ერთხელ შეაგდე მანქანაში და გარეცხე ეგეც რა კომფორტია)
ეს გუშინდელი ფოტოა, მანქანა გავაჩერე თუ არა დამადგა ბავშვი ეზოში (ძიძას ყავდა ჩამოყვანილი) წამო მუშტაიდშიო, შორს არაა ჩვენგან და მანქანით წასვლა არ მიღირდა, საბარგულშივე მედო ამოვიღე და მოვატარე მარჯანიშვილი და მუშტაედი. ორსულისთვისაც კი უმსუბუქესი გამოსაყენებელია რა.

მარა უკვირთ ხოლმე საქართველოში ეტლის კულტურა რო არა ლამის 4 წლამდე ბავშვი რო ეტლით დამყავს ვაიმე რატოოო? არადა საზღვარგარეთ კი იცი როგორცაა, ხელით ვის დაყავს ესე საბოდიალოდ ბავშვი 4-5 წლამდე.
* * *
Tuaთურქეთში თუ გადავედი მოგწერ მერე აბა საბავშვო მაღაზიის ამბებს შენ და ლესილას გეცოდინებათ))
lesila90არასდროს არ თქვა მოგზაურობებზე უარი, თუ ბავშვი ხელს გიწყობს, იარეთ და დატკბით ერთად❤️❤️❤️
* * *
და კიდევ მანქანას, ფრენას გზას და ა.შ პატარაობოდანვე თუ მიაჩვევთ, 2 წლის ასაკში მიიღებთ ამას:
https://youtube.com/shorts/50CQQNPC-Sk?feature=share
ოღონდ თვითმფრინავი უხსენე, ჯერ ხო აფრენა დაფრენაზე გიჟდება ილუმინატორიდან რო უყურებს და მერე მთელი გზა ძინავს

მოკლედ გაგიმარტივდებათ თუ თავიდანვე შეაჩვევთ ❤️