takoo1გოგო მე დავაკვირდი და ადამიანის ტიპაჟს და ცხოვრების სტილსაც გააჩნია რა.
მე გამოწერის ლამის მეორე დღიდან გავვარდი გარეთ, არ შემიძლია სახლში ჩაჯდომა. 10 დღის იყო ლექციებს ვკითხულობდი უკვე. თან მაშინ კორო არ იყო სტუმრები რომ მოდიოდნენ სახლში ეს ძუძუ ამოიღე ჩაუდე ნი მაგუ

თან ყველაზე მაგარი რაც იყო, ჩემი მეუღლე აჭმევდა ხოლმე და რაღაცნაირად თანაბრად ვიყავით ამ პროცესში ჩართული.
ის რაღაც პერიოდი როცა ძუძუზე მყავდა, სულ მეგონა ბავშვი მყავდა ძაფით გამობმული, ვერსად რომ ვერ მიდიხარ შენ გემოზე, ვერ ჭამ გემრიელად, ალკოჰოლს ვერ სვამ (ორსულობის 9 თვე მონატრებულზე), ნორმალურად წამალს ვერ სვამ ნააჰ, ორსულობის 9 თვეში ძლივს ამიტანია ეგეთი შეზღუდვები

ლაზერი არა, ეს არა ის არა, ორსულობის გაგრძელებაა ჩვეულებრივად და ამ დროს ბავშვი გამოსკუპებულია უკვე და აი ძაან ბევრ რამეში ვგრძნობდი თავს შეზღუდულად.
ბოთლი იყო ჩემი ხსნა. პირველივე დღიდან. ნუ ვაჩე ძაან კომფორტული ბავშვი იყო, შეჭამდა ღამე 12ზე და 8მდე არც ვიღვიძებდით არავინ. დილას 8ზე ვუკეთებდი ისევ და ვაჭმევდი. 2 ბოთლი მქონდა, წყალი ისეთი ღილაკით რომ ცხელდება. თერმოსში მუდმივად გაგრილებული წყალი შესაგრილებლად.
რავიცი ამაზე მარტივი კიდე რა უნდა იყოს, პამპერსის გამოცვლა ჩაბანაზე ბევრად ადვილია

დარწმუნებული ვარ ძუძუზე რო ყოფილიყო მომიწევდა ღამე გაღვიძებები.
არაფერი გაქვს ძუძუზე ჩამოკიდებული, არავისზე ხარ დამოკიდებული, რავი ჩემთვის ეგაა კომფორტი.
ბოთლით ჭამის დროს მყავდა მიხუტებული და გადასარევ თბილ თვალით კონტაქტს ვამყარებდით, უთბილესი ბავშვია.
იმუნიტეტი კი იცი. ვერანაირი ძუძუს ბავშვი ვერ მოვა ახლოს ამის იმუნიტეტთან

ამიტომ, დიდი ალბათობით მეორე ბავშვზეც ზუსტად იგივეს ვიზამ, რას დავიგლიჯო ძუძუები ტყუილად (თავიდან რო უსკდება უმრავლესობას, ხან უმაგრდებათ, სიცხეები, გამოწველები და ცხელი შხაპ-კომბოსტოები, მერე არიქა თავის დანებებაზე ტირილები და დრამები ამასაც აქტიურად ვხედავ ლაქტაციის ჯგუფში და არა არ მინდა არცერთი წამით ამათი გამოცდა,არცერთის :დ) უმარტივესად გავიარე ამისი აღუობა ჩვილობის ხანა და რატო გავირთულო ცხოვრება

ჩემი ცხოვრების გრაფიკიდან და სტილიდან გამომდინარე უნდა ვიწველო და ისე ვუტოვო ხოლმე საჭმელი და ეგეც კაი საწვალებელია. თუმცა თავიდან მაინც ხსენი რომ მექნება ეგ მინდა ჭამოს რომ ჩემი ანტისხეულები გადავიდეს და ვეცდები ის პირველი პერიოდი ვაჭამო გამოწველილი მაინც.
This post has been edited by narkozeli on 13 Apr 2023, 17:10