takoo1არა, კარგად გექნება. პატარაა და იწელება საკმაოდ ♡ აქ მიყიდა ჩემმა დამ ფასდაკლება იყო აფთიაქში.
* * *
პირველი 2 კვირა მახსოვს უბუნდოვანესად მკერდის ტკივილის გამო. მერიდება კიდეც დედების კლუბში ან აქ ჩემი პოსტების გადახედვა, იმდენად ტანჯულა პოსტები მქონდა
ახლა კიდევ ძალიან კომფორტულად ვარ ^_^ ასე რომ, ვისაც ძუძუთი კვება გინდათ, არ შეშინდეთ :დ
ვიწველი და ვუტოვებ ბებოებს თუ სადმე გასვლა მინდა. სამსახურშიც რომ გავდივარ, გამოწველილს ვტოვებ. ისე გამოვიმუშავე რეჟიმი, რომ სამსახურში საერთოდ არ ვიწველი. უკვე სახლის გზას რომ დავადგები, მაშინ მევსება ძუ.ძუები

ისედაც იმდენი ხარჯია და ფორმულის რომ არ მემატება, ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავს.
პლუს მაქვს ფიბროადენომის ოპერაცია გაკეთებული და ბოლოს გამიჩნდა ცისტები.ვნახოთ, იმედია, გამიქრება ♡
საწველი მაქვს სპექტრა (მომიში ნაყიდი), ჩაინიშნეთ. საკმაოდ მუშა საწველია.
* * *
რაც შეეხება დროს საკუთარი თავისთვის და ა.შ.. მე და მეუღლე ვინაწილებთ ყველაფერს. მე რომ ვაჭმევ, მეუღლე აქარვებინებს. ან თუ გამოწველილი მაქვს,მეუღლე აჭმევს. ერთად ვბანთ. ორივე ვუცვლით პამპერსს. თუ რამე საქმე მაქვს, მეუღლეს უჭირავს ბავშვი და პირიქით. თუ ვიცი ფეხბურთია, მე მყავს თაია, რომ მშვიდად უყუროს ან თუ მე ვუყურებ რამეს ან ვკითხულობ, მეუღლეს ჰყავს ბავშვი.
ინდივიდუალურია, როგორც თქვით ყველაფერი. უბრალოდ ის რომ ძუძუზეა ბავშვი, არ ნიშნავს, რომ ვერსად წახვალთ და დამწყვდეულები იქნებით

შეიძლება ფორმულაზე იყოს ბავშვი და დედის გარდა მაინც ვერავინ აჭმევდეს. ასე იყოს მიჩვეული.
ღამის ძილს რაც შეეხება, გამოსამუშავებელი ამბავია და ვფიქრობ, ძალისხმევას მოითხოვს. მუშაობის პარალელურად, მიჭირს ამის მოგვარება. ამიტომ მე თვითონ მეკომფორტულება ღამკთ ძუ.ძუთი ჩაწყნარება, ადგომის გარეშე :დ