lesila90როგორ მესმის ყველა სიტყვა რასაც წერ
ზოგჯერ ძალიან მასევდიანებს ხოლმე ის რომ ბევრს არ ესმის მაგაში ჩემი, როცა ვამბობ რომ ყველაზე მეტად მენატრება ორსულობა, ეხლაც არ მინდა გავიდეს, უმრავლესობას ერთი სული აქვს გაიაროს ორსულობამ, მე კიდევ ძაან მასევდიანებს რომ ასე მალე გადის ეს ყველაფერი და ორსულობის ნახევარი გავიდა უკვე..
კი, ვინც გამოვიარეთ ერთხელ მაინც, ყველა სხვანაირად ვუყურებთ მერე ორსულობასაც, მშობიარობასაც. გაჩენის წამსვე მივხვდი რომ ძალიან ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი კიდევ და კიდევ გამეარა, ემახსოვრებათ გოგოებს იმ წუთიდანვე მხოლოდ იმას ვნატრობდი რომ კიდევ გამომეცადა ეს საოცარი ემოციები..
აუცილებლად კიდევ გეყოლება შვილები და ნახავ კიდევ უფრო მეტად დატკბები მომდევნო ორსულობით

ახლა ნახე რამდენი საოცრება გაქვს ჯერ კიდევ წინ, ყოველი დღე აღმოჩნებეისაა.. იზრდები შვილებთან ერთად. კიდევ უფრო მეტი საოცრება გელის წინ <3
* * *
ჯერ ვნახოთ მეორე ორსულობა როგორ ჩაივლის, მშობიარობაზე რამდენად მექნება ისევ პოზიტიური გამოცდილება, მერე ორი შვილის სირთულეები როგორია და აი ამის მერეც თუ ისევ ამ აზრზე ვიქნები, აუცილებლად გავაჩენ მესამესაც.
არადა ცხოვრებაში არ მდომებია ბევრი შვილი, ვიძახდი ერთი ჰაჰა 2 ჩემი მაქსიმუმიათქო. თურმე რეები მელოდა წინ.
* * *
ნიაკო12თუ ვერ იქნები კომფორტულად და უნდა ინერვიულოთ ოჯახმა, მაშინ დარჩენა სჯობს ცხადია.
მე 6 კვირაზე ვიფრინე წინა ორსულობაში. ახლა 22-ზე მიწევს.
აქ რამდენს დავდივარ აღარ ვიტყვი, იქით შაბათ კვირას ბათუმში ვაპირებ 3 დღით ჩასვლას. წინა კვირას ჩამოვედი ბაკურიანიდან.
რავიცი რომ არ ვიყო კომფორტულად, არ ვივლიდი ალბათ მეც. ან ჩემი ქმარი რომ იყოს მასეთ პანიკაში