აი ბადრისთან 26 კვირაზე გადაღებული ჩემი ეხო. 0-1 იყო სიმწიფის ხარისხი და შოკში ჩამივარდა

ნაადრევი მომწიფებაა ეგო. 28 კვირაზე სერგოსთან და კახასთან გადავამოწმე და რაის ნაადრევი მომწიფებაო გაგიჟდნენ)) ჯერ პირველ ხარისხშიც არაა გადასულიო
* * *
Alisakaნემსი შენ შეახსენე აუცილებლად 29 კვირის მერე დაგვიანებულია.
ჩემს მეგობართან სინაურიძეს დაავიწყდა (უფრო სწორად არ გინდა მაინც პირველი ორსულობააო და დაიკიდეო) და 32 კვირაზე რეზუს კონფლიქტი მოხდა. აუცილებლად გაიკეთე, არ დაუჯერო არავის!
იგივე გამოცდილება მაქვს ჩემს დეიდაშვილზეც.
adelineვაიმე არ მითხრა

ერთი შრატი მორჩა უკვე, არადა მეც არ ვისმევდი ბევრს. ძაან მალე დამთავრდა და საოცრად არაეკონომიურია
* * *
happy-go-luckyაღარ ვიცი შენი შემხედვარე საკეისრო რომ ძაან არ მინდა კი ვიცი
პედიატრებში რცხილაძე (მრჩეველში), მიქელაძე (მზიურიმედი და კურაციო) და ჯაბა ყიფიანი (მედიქლაბი). ციკლზე ნორმალურია რასაც წერ, მე ზუსტად მე40 დღეს დამეწყო, ბავშვის ნათლობაში )) მარა მე ძაან ბევრი მქონდა, ტამპონი ვერ მიძლებდა 1-2 დღე გავწვალდი

ეხოზე მიდი მაინც ერთხელ გასაკონტროლებლად. გამონადენი გაჩენიდან მე12 დღეს აღარ მქონდა უკვე. ისიც 3-4 დღე მქონდა ბევრი და მერე წვეთები.
პედიატრს რაც შეეხება,მე დღემდე რცხილაძესთან დამყავს და ასისტენტი გვყავს ერეკლე რომელიც ჩემი მარჯვენა ხელია. გადაუდებელ სიტუაციებში თვითონ რცხილაძეს ვურეკავ პერსონალურ ნომერზე, ყოველთვის მპასუხობს თუმცა ხშირად არაა საქართველოში და ეგ დიდი დისკომფორტია.
ჩაწერით 1 თვით ადრე ვეწერები ხოლმე. გეგმიურად 6 თვეზე, 1წელზე, 1.6 წელზე, 2 წელზე და 3 წელზე მყავდა ირაკლისთან.
რცხილაძე 1:1ში გერმანულ გაიდლაინს მიყვება. ჩათვალე გერმანელი ჭკვიანი პედიატრია)) იქ აქვს ისედაც ლიცენზია აღებული და გიჟდება რთული ქეისების ამოხსნაზე

ბეგოიძესთან ნათლული დამყავდა ხოლმე პავლოვზე ჯან.ცენტრში, ვგიჟდები პიროვნულად მაგრამ უფრო აღრიცხვის ევერიჯ პედიატრებში გადის და მაინც სხვასაც ანახე.
კმაყოფილი ვარ აღრიცხვის პედიატრითაც და აცრებით, მედიმედში დამყავს სახლთან ძალიან ახლოს, მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირედ ზუსტად. აბსოლუტურად კაპიკი არ გადამიხდია არასდროს არც მაგ პედიატრთან (ნინო ფუხაშვილი) და არც აცრებზე. ასაწონ-გასაზომად თავიდან თითქმის თვეში ერთხელ დამყავდა, ყველა გეგმიური აცრას და არაგეგმიურებსაც (გრიპის აცრა) მანდ ვუკეთებ. უცებ რომ მჭირდება ჩაუწერლად იღებს, მიდი როცა გინდა, ჩუსტებით და კალიასკით შევურბენ ხოლმე, დიდი კომფორტია.
მოკლედ ორი პედიატრია საჭირო. ერთი ცნობილებიდან ვინმე ძაან მოზგი

რამე რომ არ გაეპაროს და მეორე ესეთი მარტივი, ახლოსვე, ხელმისაწვდომი.
This post has been edited by narkozeli on 21 May 2023, 09:28