adelineსაშვილოსნოს ფორმებზე გეწერათ, ხეცურიანის გარდა ზოგი ორ რქიანს მეუბნებოდა (რეზიდენტებიც კი დამაყენეს ნახეთო

), ზოგი უნაგირას, ზოგი ტ ფორმის და 3დ ეხო თუ რაღაც გადამიღო თამარამ და ჩვეულებრივი გაქვსო მარა უკან გადახრილი.
* * *
iratta_26ეეეე, 19-ში დამიმთხვიე რააა <3 ბარემ ჩემი დაბი დუბებია <3

რა გინდა მაგრები ვართ, საკაიფოდ მოვარტყით ორივემ <3
* * *
adelineაუ ძაან რაჭველივით კი ვიწერები, მაგრამ ეხლა გადავხედე წინა გვერდებს. ამერიკაში ფრენა და ფეხების დასიება ახსენე. მე მაშინ ვიფრინე მარტომ როცა ტყუპები უკვე 1 წლისები მყავდა, ხოდა ყველა მეკითხებოდა ვაიმე არ დაიღალე? ფეხები არ გეტკინა? მე კიდე ისეთი ბედნიერი ვიყავი 9 საათი გაუნაძრევლად რო ვიჯექი და ადგომა არ მევალებოდა

გემრიელად დავისვენე

არაფერს შევუწუხებივარ

ტყუპებზე ორსულობაში ფეხი არ დამსიებია, სამაგიეროდ ბოლოსკენ ქამარს თუ მოვიხსნიდი, ისე მტკიოდა ფეხები დაუსიებლად ტირილამდე მივდიოდი. ყველა ეხოე მეუბნებოდნენ მწვავე ვარიკოზიო და რო გავაჩინე შევიმოწმე სა არაფერიც არ მაქვს. ბავშვიკები რო მაწვებოდნენ მაშინ იყო გაფართოებული ვენები მენჯში და მერე დალაგდა.